Loading
ქარ
Eng
ქარ
Eng
ზოგადი ინფორმაცია

NATO – პროფესიული განვითარების პროგრამა (PDP)

icon 14 ნოე 2019

2012 წლის იანვრიდან საჯარო სამსახურის ბიურო ნატოს პროფესიული განვითარების პროგრამის (PDP) მხარდაჭერით, საჯარო სამსახურებში ცოდნის გაცვლის კამპანიას ახორციელებს. კამპანია მიზნად ისახავს საჯარო სამსახურის დაწესებულებებში ადამიანური რესურსების მართვის სისტემების განვითარებას პროფესიული კავშირების დამყარების, ადგილობრივი ცოდნისა და გამოცდილების გაზიარების მეშვეობით. კამპანიის ფარგლებში გაიმართა შეხვედრები საუკეთესო პრაქტიკის გაზიარების მიზნით. სადაც მოხდა ადამიანური რესურსების მართვის სფეროში ლოკალურ და საერთაშორისო დონეზე არსებული საუკეთესო პრაქტიკის გაზიარება. 2013 წელს, გამოიცა ადამიანური რესურსების მართვის სახელმძღვანელოს I ტომი საჯარო უწყებებისთვის და საჯარო უწყებების ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტების წარმომადგენლებს ჩაუტარდათ ტრენინგები აღნიშნულ საკითხებში. სამომავლოდ საჯარო სამსახურის ბიუროსა და NATO პროფესიული განვითარების პროგრამის ფარგლებში იგეგმება სხვა პროექტების განხორციელებაც საჯარო სამსახურის გაუმჯობესების მიზნით.

გამოგადგათ ინფორმაცია