Loading
ქარ
Eng
ქარ
Eng
საჯარო სამსახურის რეფორმა

ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა ყაზახეთის რესპუბლიკის საჯარო სამსახურის საქმეთა სააგენტოსა და საქართველოს საჯარო სამსახურის ბიუროს შორის

icon 24 მაი 2013
საჯარო სამსახურის ბიუროს უფროსმა ირაკლი კოტეტიშვილმა მონაწილეობა მიიღო „ასტანის ეკონომიკური ფორუმის“ ფარგლებში გამართულ კონფერენციაში: „საჯარო სამსახურის მოდერნიზაცია: მდგრადი განვითარების უზრუნველყოფა“. ირაკლი კოტეტიშვილმა კონფერენციის მონაწილეებს გააცნო საჯარო სამსახურის მიღწევები საქართველოში და ისაუბრა საჯარო სამსახურის რეფორმის სამომავლო მიმართულებებზე.

 

კონფერენციის დასასრულს ირაკლი კოტეტიშვილმა და ყაზახეთის რესპუბლიკის საჯარო სამსახურის საქმეთა სააგენტოს ხელმძღვანელმა ალიხან ბაიმენოვმა ხელი მოაწერეს ურთიერთგაგების მემორანდუმს ყაზახეთის რესპუბლიკის საჯარო სამსახურის საქმეთა სააგენტოსა და საქართველოს საჯარო სამსახურის ბიუროს შორის. მემორანდუმი მიზნად ისახავს ორ ქვეყანას შორის საჯარო სამსახურის სფეროში არსებული თანამშრომლობის გაძლიერებას, საჯარო სამსახურის სფეროში არსებული ინფორმაციისა და გამოცდილების გაზიარებას.

 

მემორანდუმის ფარგლებში, ორ ქვეყანას შორის სამომავლოდ იგეგმება თანამშრომლობის განხორციელება შემდეგი მიმართულებებით: საჯარო სამსახურის სფეროში ექსპერტული კონსულტაციების გაწევა; საჯარო სამსახურის სფეროში ცოდნისა და გამოცდილების გაცვლა; ორი ქვეყნის საჯარო მოსამსახურეთათვის ტრენინგებისა და სტაჟირებების ორგანიზება.

 

სამომავლოდ იგეგმება საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ სხვა ქვეყნის საჯარო სამსახურის ადმინისტრაციებთან პარტნიორული ურთიერთობების დამყარება და თანამშრომლობა.

გამოგადგათ ინფორმაცია