Loading
ქარ
Eng
ქარ
Eng
ზოგადი ინფორმაცია

საჯარო სამსახურების დაძმობილების პროექტის მმართველი კომიტეტის რიგით მე-9 შეხვედრა გაიმართა

icon 25 სექ 2020

25 სექტემბერს, საჯარო სამსახურის ბიუროსა და ლიეტუვას რესპუბლიკის მთავრობის ადმინისტრაციას შორის მიმდინარე საჯარო სამსახურების დაძმობილების პროექტის მმართველი კომიტეტის მორიგი, რიგით მე-9, შეხვედრა გაიმართა დისტანციურად, რომელშიც პროექტის გუნდთან ერთად, მონაწილეობა მიიღეს საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს და საჯარო მმართველობის რეფორმის ხელშეწყობის პროექტის წარმომადგენლებმა.

შეხვედრა საჯარო სამსახურის ბიუროს უფროსმა, ეკატერინე ქარდავამ გახსნა, რომელმაც, პროექტის შემაჯამებელ ეტაპზე, ხაზი გაუსვა მიღწეული შედეგების მნიშვნელობას და ისაუბრა ამ შედეგების სამომავლო განვითარების აუცილებლობზე. პროექტის გუნდის წევრებმა ერთსულოვანი მზაობა გამოხატეს ლიეტუვასა და საქართველოს საჯარო სამსახურებს შორის თანამშრომლობის გაგრძელებასა და გაღრმავებაზე. მხარეებმა მიმოიხილეს პროექტის ფარგლებში ბოლო სამი თვის განმავლობაში განხორციელებული აქტივობები და მიღწეული შედეგები.

საჯარო სამსახურის ბიუროსა და ლიეტუვას რესპუბლიკის მთავრობის ადმინისტრაციას შორის დაძმობილების პროექტი 2018 წელს დაიწყო და იგი 2020 წლის ნოემბერში დასრულდება. პროექტი ფინანსდება ევროკავშირის მიერ და მისი მიზანია საჯარო სამსახურის ბიუროს ინსტიტუციური და ადამიანური რესურსების შესაძლებლობების განვითარება საქართველოში საჯარო სამსახურის რეფორმის ეფექტური განხორციელების ხელშეწყობის მიზნით.

გამოგადგათ ინფორმაცია