Loading
ქარ
Eng
ქარ
Eng
ზოგადი ინფორმაცია

საჯარო მოხელეთა ფორუმის მეთორმეტე შეხვედრა თემაზე „გენდერი საჯარო სამსახურში“

icon 30 ივლ 2020

საჯარო სამსახურის ბიურომ, 30 ივლისს, საჯარო მოხელეთა მორიგ ფორუმს უმასპინძლა დისტანციურ რეჟიმში. ფორუმის თემას წარმოადგენდა „გენდერი საჯარო სამსახურში“. შეხვედრას გენდერის სოციოლოგი, გიორგი ურჩუხიშვილი უძღვებოდა.

ფორუმი ტრადიციულად საჯარო სამსახურის ბიუროს უფროსმა, ეკატერინე ქარდავამ გახსნა, რომელმაც შესავალ სიტყვაში ყურადღება გაამახვილა ქალთა უფლებრივ მდგომარეობაზე და საჯარო სამსახურში გენდერთად დაკავშირებულ პრობლემურ საკითხებზე. ეკატერინე ქარდავამ შესავალი სიტყვის ბოლოს მადლობა გადაუხადა გაეროს განვითარების პროგრამას მხარდაჭერისთვის.

მომხსენებელმა განმარტა გენდერის, გენდერული სოციალიზაციის, გენდერის კეთების და ინტერსექციურობის ცნებები. მან ისაუბრა გენდერის მიხედვით შრომის დანაწილების ტრანსფორმაციაზე და გენდერული იდეოლოგიის მდგრადობის საკითხებზე. შეხვედრის დასკვნით ნაწილში კი მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ კითხვებით მიემართათ მომხსენებლისთვის და გაეზიარებინათ თავიანთი შეხედულებები განხილულ საკითხებთან დაკავშირებით.

საჯარო მოხელეთა ფორუმებს ბიურო 2019 წლის დეკემბრიდან მასპინძლობს, რომელშიც მონაწილეობას იღებენ ცენტრალურ საჯარო დაწესებულებებში დასაქმებული პროფესიული საჯარო მოხელეები.

ფორუმის შეხვედრები ტარდება გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს მთავრობის UK aid-ისა და შვედეთის მთავრობის ხელშეწყობით, პროექტის - „საჯარო სამსახურის რეფორმის იმპლემენტაციის პროცესში მმართველობის ახალი გზების დანერგვის ხელშეწყობა“ - ფარგლებში.

გამოგადგათ ინფორმაცია