Loading
ქარ
Eng
ქარ
Eng
ზოგადი ინფორმაცია

საჯარო მოხელეთა ფორუმი

icon 09 აგვ 2022

 

2019 წელს, საჯარო სამსახურის ბიუროს ინიციატივით, შეიქმნა საჯარო მოხელეთა ფორუმი, რომელიც მოხელეთა შორის ეფექტურ საკომუნიკაციო პლატფორმას წარმოადგენს და დიდი პოპულარობით სარგებლობს. 2019 წლიდან დღემდე, ბიურომ 56 ფორუმს უმასპინძლა, რომლებსაც დაესწრო ცენტრალურ და ადგილობრივი თვითმმართველობის დაწესებულებებში დასაქმებული 5000-მდე  პროფესიული საჯარო მოხელე. 

საჯარო სამსახურის ბიურო აგრძელებს ფორუმების ორგანიზებას სხვადასხვა საინტერესო საკითხის ირგვლივ, მოხელეთა შორის კომუნიკაციის გაძლიერებისა და საჯარო სამსახურის უწყვეტი განვითარებისთვის.

ვიდეო მომზადებულია საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) და შვედეთის მთავრობის ხელშეწყობით მიმდინარე პროექტის - „საჯარო სამსახურის მოქნილობის ხელშეწყობა ლიდერობის გაძლიერებისა და ქცევითი ცვლილებების მხარდაჭერის გზით“- ფარგლებში.

 

გამოგადგათ ინფორმაცია