Loading
ქარ
Eng
ქარ
Eng
საჯარო სამსახურის რეფორმა

მონღოლეთის სამთავრობო დელეგაციის ვიზიტი საჯარო სამსახურის ბიუროში

icon 13 სექ 2012

დღეს საჯარო სამსახურის ბიუროს მონღოლეთის სამთავრობო დელეგაციის წარმომადგენლები ეწვივნენ. დელეგაცია საქართველოს IFC-ის ორგანიზებით  E-governance -ის სისტემის გაცნობის მიზნით სტუმრობს.

დელეგაციის წევრები გაეცნენ საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ შემუშავებულ ელექტრონული მმართველობის პროექტებს, კერძოდ თანამდებობის პირთა ქონებრივი დეკლარაციების ელექტრონულ სისტემას (www.declaration.gov.ge), საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ შემუშავებულ დასაქმების ელექტრონულ პორტალს (www.hr.gov.ge), ასევე დოკუმენტბრუნვისა და ადამიანური რესურსების მართვის ელექტრონულ სისტემებს საჯარო სამსახურში.

ასევე, საჯარო სამსახურის ბიურომ  მონღოლ სტუმრებს საქართველოს საჯარო სამსახურის სისტემაში მიმდინარე რეფორმის პროცესები უფრო ახლოს გააცნო. შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველოს საჯარო სამსახურის რეფორმის სტრატეგია, მიმდინარე რეფორმის ფარგლებში გატარებული საკანონმდებლო ცვლილებები და ანტიკორუფციული ღონისძიებები. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში საათნახევარს გაგრძელდა.

გამოგადგათ ინფორმაცია