Loading
ქარ
Eng
ქარ
Eng
ზოგადი ინფორმაცია

კონფერენცია-„იურიდიული განათლება პროფესიული წარმატებისთვის“

icon 03 ივლ 2019

საჯარო სამსახურში სამართლის სპეციალისტებისა და იურიდიული განათლების მქონე მოხელეთა გარშემო არსებული საკითხები იქნა განხილული კონფერენციაზე „იურიდიული განათლება პროფესიული წარმატებისთვის“.

შრომით ბაზარზე იურისტების მოთხოვნისა და ქვეყნის საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ ამ მიმართულებით ადამიანური რესურსის მომზადება და მიწოდება, ასევე სახელფასო ანაზღაურების საკითხები, პრაქტიკული მუშაობის უნარები და სხვა მნიშვნელოვანი საკითხები განიხილეს ღონისძიებაში, რომელშიც მონაწილეობა საჯარო სამსახურის ბიუროს უფროსმა ეკატერინე ქარდავამ მიიღო.

გამოსვლისას ეკა ქარდავამ ისაუბრა საჯარო სამსახურში დასაქმებულ იურისტთა მხრიდან ქვეყნის საგარეო კურსის შესახებ საბაზისო ცოდნის არსებობის აუცილებლობაზე და ამ ცოდნის განათლების ეტაპზე მიღების აქტუალობაზე. მისი განმარტებით, აუცილებელია სამართლებრივ საკითხებზე მომუშავე მოხელე გათვითცნობიერებული იყოს ქვეყნის საერთაშორისო კურსისა და ევროატლანტიკური სტანდარტების თაობაზე შესაბამისი მიმართულებით.

ეკატერინე ქარდავამ ისაუბრა ასევე იურისტების მიერ ისეთი პრაქტიკული მუშაობის უნარების ამაღლება-შეძენის აუცილებლობაზე, როგორიცაა კვლევის მეთოდები, სტატისტიკური მონაცემების შეგროვება - დამუშავება და ანალიტიკური საქმიანობა.

კონფერენციაზე, ასევე წარსდგნენ აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დემორკატიისა და მმართველობის ოფისის ხელმძღვანელი ადამ შმიტი, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორი გიორგი ვაშაკიძე, საქართველოს ახალგაზრდულ იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე სულხან სალაძე და საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ადმინისტრაციის უფროსი სალომე ტყეშელაშვილი.

სხვადასხვა საპანელო დისკუსიებში მონაწილეობა მიიღეს USAID-ის იურიდიული განათლების პროგრამის ხელმძღვანელმა ნინო ბალანჩივაძემ, უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის სამმართველოს უფროსმა თეა ნადირაძემ; ნიუ-ვიჟენ უნივერსიტეტის წარმომადგენელმა სოფო ჩაჩავამ; თავისუფალი უნივერსიტეტის ადამიანის უფლებების ეროვნული ინსტიტუტის ხელმძღვანელმა ნათია ხანთაძემ; იალიას სახელწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა თამარ გურჩიანმა, ქეთევან ერემაძემ, ქეთევან ხუციშვილმა და თამარ ბარამიშვილმა, ასევე საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის პროფესორმა ანა ნაცვლიშვილმა.

კონფერენცია USAID-ის პროგრამის „კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში“ ფარგლებში გაიმართა.

გამოგადგათ ინფორმაცია