Loading
ქარ
Eng
ქარ
Eng
ადამიანური რესურსების მართვა

დასაქმების ფორუმზე ბიურომ 2 ელექტრონული პორტალი წარადგინა

icon 09 დეკ 2015

2015 წლის 6 დეკემბერს საჯარო სამსახურის ბიურომ მონაწილეობა მიიღო ტექნოლოგიური განვითარების ფონდის მიერ ორგანიზებულ დასაქმების ფორუმში, სადაც წარადგინა 2 ელექტრონული პორტალი:

  1. HR.gov.ge-ელექტრონული პორტალი რომელზეც განთავსებულია საჯარო სამსახურის სფეროში არსებული ყველა ვაკანსია;
  2. Stajireba.gov.ge-სტაჟირების სახელმწიფო პროგრამა.

ფორუმში ბიუროს მონაწილეობის მიზანს წარმოადგენდა სტუდენტებისა და კურსდამთავრებულებისათვის საჯარო სამსახურში დასაქმებისა და სტაჟირების გავლის პერსპექტივების შესახებ ინფორმაციის მიწოდება.

ფორუმში მონაწილეობას იღებდა კერძო და საჯარო სექტორის 40-ზე მეტი ორგანიზაცია და 600-მდე სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტი და კურსდამთავრებული.

გამოგადგათ ინფორმაცია