Loading
ქარ
Eng
ქარ
Eng
ადამიანური რესურსების მართვა

ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა მეოთხე შეხვედრა თემაზე ,,მენეჯერის როლი შეფასებაში“

icon 03 დეკ 2020

საჯარო სამსახურის ბიუროს ინიციატივითა და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მხარდაჭერით საჯარო სამსახურის ბიურომ 30 ნოემბერს უმასპინძლა ბოლო, მეოთხე, ფორუმს ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეებისთვის.

ფორუმის თემა იყო ,,მენეჯერის როლი შეფასებაში“ რომელსაც უძღვებოდა  ადამიანური კაპიტალის ექსპერტი, HR დირექტორი დეა ჩხაიძე.

შეხვედრის დასაწყისში საჯარო სამსახურის ბიუროს უფროსმა, ეკატერინე ქარდავამ, მისასალმებელ სიტყვაში ისაუბრა მენეჯერის როლზე შეფასების, როგორც სამართლებრივი მექანიზმის განხორციელებისას. ასევე, ხაზი გაუსვა ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთათვის გამართული შეხვედრების აქტუალობას და აღნიშნა, რომ საჯარო სამსახურის ბიურო მათთვის კვლავ გეგმავს, სხვადასხვა პროექტის ფარგლებში, ფორუმების/შეხვედრების გამართვას. შესავალი სიტყვის ბოლოს მან მადლობა გადაუხადა გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებას (GIZ) მხარდაჭერისთვის.

დეა ჩხაიძემ მონაწილეებს გაუზიარა კერძო სექტორებში არსებულ პრაქტიკა და გამოცდილება სამუშაოს შეფასების კუთხით. მან ისაუბრა შეფასების სისტემის საფუძვლებსა და არსზე, მენეჯერის როლზე და შეფასების პროცესის მონაწილეებსა და მათ შორის კომუნიკაციის/უკუკავშირის აუცილებლობაზე. დისკუსიისას განხილულ იქნა ასევე შეფასების პროცესთან და მენეჯერის როლთან დაკავშირებული გამოწვევები.

მოხელეთა ფორუმი შეიქნა საჯარო სამსახურის ბიუროსა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის - „საჯარო სამსახურის რეფორმის იმპლემენტაციის პროცესში მმართველობის ახალი გზების დანერგვის ხელშეწყობა“ - ფარგლებში. აღნიშნული პროექტის ფარგლებში საჯარო სამსახურის ბიურომ უკვე უმასპინძლა 21 ფორუმს.

ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა ოთხი ფორუმი მიმდინარეობდა GIZ-ის პროგრამის ,,კარგი მმართველობა ადგილობრივი განვითარებისთვის სამხრეთ კავკასიაში“ მხარდაჭერით.

გამოგადგათ ინფორმაცია