Loading
ქარ
Eng
ქარ
Eng
ადამიანური რესურსების მართვა

შეხვედრა სამეგრელო-ზემო სვანეთის, იმერეთის, გურიისა და რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის რეგიონებთან - კეთილსინდისიერებისა და ანგარიშვალდებულების მექანიზმებზე

icon 23 ივნ 2023

 

2023 წლის 19-22 ივნისს, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) პროექტის - „დეცენტრალიზაციისა და კარგი მმართველობის ხელშეწყობა ადგილობრივ დონეზე” - მხარდაჭერით, სსიპ - საჯარო სამსახურის ბიურომ, საჯარო სამსახურის რეფორმის მიმდინარეობის საკითხებზე გამართა შეხვედრები,  სამეგრელო - ზემო სვანეთის, იმერეთის, გურიისა და რაჭა-ლეჩხუმ - ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის და რწმუნებულის მოადგილეების და იმერეთის, გურიის და რაჭა-ლეჩხუმ - ქვემო სვანეთის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების პირველადი და მეორადი სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებთან. ასევე, ადამიანური რესურსების მართვის საკითხებზე პასუხისმგებელ პირებთან.

შეხვედრის ძირითადი თემები ეხებოდა მართვისა და მენეჯმენტის, თანამშრომლის შერჩევის, შეფასებისა და პროფესიული განვითარების, ასევე, ეთიკისა და კეთილსინდისიერების საკითხებს.

შეხვედრების, რომელსაც უძღვებოდა  საჯარო სამსახურის ბიუროს უფროსი გუნდთან ერთად, ძირითადი მიზანი იყო, ზემოაღნიშნულ საკითხებზე გამოცდილების გაზიარება, პრაქტიკაში არსებული პრობლემებისა და გამოწვევების გამოვლენა და მათი მოგვარების გზებზე მსჯელობა.

სსიპ - საჯარო სამსახურის ბიურო, გაერთიანებული ერების განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით, კვლავ აგრძელებს მუნიციპალიტეტებში ადამიანური რესურსების მართვის სისტემის გაუმჯობესებისთვის საჭირო ღონისძიებების განხორციელებას.

 

გამოგადგათ ინფორმაცია