Loading
ქარ
Eng
ქარ
Eng
ზოგადი ინფორმაცია

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა სსიპ - საჯარო სამსახურის ბიუროსა და სსიპ- განათლების საერთაშორისო ცენტრს შორის

icon 13 მაი 2016

13 მაისს, საჯარო სამსახურის ბიუროს უფროსმა ეკატერინე ქარდავამ და განათლების საერთაშორისო ცენტრის აღმასრულებელმა დირექტორმა, ნინო ჭელიძემ ხელი მოაწერეს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს. მემორანდუმი მიზნად ისახავს საჯარო სამსახურის რეფორმის წარმატებით განხორციელების მიზნით საჯარო სამსახურის ბიუროსა და განათლების საერთაშორისო ცენტრის თანამშრომლობას საჯარო მოხელეთა პროფესიული განვითარების საკითხებში.

 

მემორანდუმის ფარგლებში, საჯარო სამსახურის ბიურო განახორციელებს საჯარო მოხელეთა პროფესიული განვითარების საჭიროებების პერიოდულ მოკვლევას, ხოლო განათლების საერთაშორისო ცენტრი საჯარო მოხელეთა პროფესიული განვითარების მიზნით, შეიმუშავებს და დანერგავს სასწავლო პროგრამების ერთიან სტანდარტებს.

 

მემორანდუმი გაფორმდა მთავრობის ადმინისტრაციის შენობაში, რომელსაც დაესწრნენ: მთავრობის ადმინისტრაციისა და პარტნიორი ორგანიზაციის წარმომადგენლები და დიპლომატიური კორპუსი.

გამოგადგათ ინფორმაცია