Loading
ქარ
Eng
ქარ
Eng
საჯარო სამსახურის რეფორმა

უკრაინის საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტი საჯარო სამსახურის ბიუროში

icon 27 ოქტ 2011

27 ოქტომბერს, საჯარო სამსახურის ბიუროს უფროსმა, ირაკლი კოტეტიშვილმა უკრაინის საპარლამენტო დელეგაციის წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა.

 

შეხვედრის მიზანი იყო საქართველოს საჯარო სამსახურის სისტემაში მიმდინარე რეფორმის პროცესების უფრო ახლოს გაცნობა. შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საჯარო სამსახურში მიმდინარე რეფორმის ფარგლებში გატარებული საკანონმდებლო ცვლილებები და ანტიკორუფციული ღონისძიებები. ასევე დელეგაციის წევრები გაეცნენ ელექტრონული მმართველობის პროექტებს, კერძოდ თანამდებობის პირთა ქონებრივი დეკლარაციების ელექტრონულ სისტემასა (www.declaration.gov.ge) და საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ შემუშავებულ დასაქმების ელექტრონულ პორტალს (www.hr.gov.ge).

 

შეხვედრის ბოლოს განიხილეს ორი ქვეყნის საჯარო სამსახურების სამომავლო თანამშრომლობის საკითხები, გაიმართა საინტერესო დისკუსია და აზრთა გაცვლა.

გამოგადგათ ინფორმაცია