Loading
ქარ
Eng
ქარ
Eng
ზოგადი ინფორმაცია

სტუდენტური კონფერენცია – „ქალები მმართველ პოზიციაზე საჯარო სამსახურში“

icon 24 ივნ 2020

სსიპ - საჯარო სამსახურის ბიურომ სტუდენტურ კონფერენციას უმასპინძლა, თემაზე - „ქალები მმართველ პოზიციაზე საჯარო სამსახურში“.  კონფერენციის ფარგლებში, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტებმა წარმოადგინეს პროექტები და ესეები, საჯარო სამსახურში გენდერული თანასწორობისა და საჯარო სამსახურში ქალთა როლის გაძლირებისა და წახალისების შესახებ. შეხვედრა დისტანციურ რეჟიმში წარიმართა მონაწილეთა პერსონალური მონაცემების სრული დაცვით.

კონფერენციას უძღვებოდა სსიპ - საჯარო სამსახურის ბიუროს უფროსი ეკატერინე ქარდავა. კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს, ასევე, ადამიანის უფლებათა დაცვისა და გენდერულ საკითხებში პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა ლელა აქიაშვილმა, გენდერული თანასწორობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორისი კომისიის მხარდამჭერი პროექტის ხელმძღვანელმა პატრისია როსა გარსიამ, შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა თეონა ხუფენიამ და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური სერვისებისა და კარიერული განვითარების ცენტრის ხელმძღვანელმა გიორგი გრიგოლაშვილმა.

მისასალმებელ სიტყვაში საჯარო სამსახურის ბიუროს უფროსმა, ეკატერინე ქარდავამ ყურადღება გაამახვილა სტუდენტების ჩართულობის მნიშვნელობაზე, მათი იდეებისა და ინიციატივების როლზე, საჯარო სამსახურის განვითარების, გენდერული თანასწორობისა და ქალთა გაძლიერების კუთხით. კონფერენციის მონაწილეებმა ისაუბრეს საჯარო სამსახურში გენდერული თანასწორობის ხელშეწყობისა და ქალთა უფლებების გაძლიერების, ასევე ამ მიმართულებით მოხელეთა ცნობიერების ამაღლების მნიშვნელობაზე.

მონაწილე სტუდენტებს ევროკავშირის გენდერული თანასწორობის პროექტისა და საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ დაწესებული სიმბოლური საჩუქრები გადაეცათ.

გამოგადგათ ინფორმაცია

მსგავსი გვერდები