Loading
ქარ
Eng
ქარ
Eng
საჯარო სამსახურის რეფორმა

სემინარი თემაზე - „საჯარო სამსახურში მოხელეთა შეფასების სისტემა“

icon 14 ნოე 2016

2016 წლის 10-11 ნოემბერს სასტუმრო "ბილტმორ თბილისში", აღმოსავლეთ პარტნიორობის მრავალმხრივი თანამშრომლობის I პლატფორმის "დემოკრატია, კარგი მმართველობა, სტაბილურობა" ფარგლებში სსიპ-საჯარო სამსახურის ბიუროს ორგანიზებითა და ნატო-საქართველოს პროფესიული განვითარების პროგრამის (PDP) მხარდაჭერით გაიმართა სემინარი თემაზე - " საჯარო სამსახურში მოხელეთა შეფასების სისტემა".

 

სემინარი გახსნა საჯარო სამსახურის ბიუროს უფროსმა, ეკატერინე ქარდავამ. მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა მაია ცქიტიშვილმა, ნატო-ს (NATO) სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელის მოადგილე კრისტინა ბალეიშიტემ და საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელის მოადგილე კარლო ნატალემ.

 

ღონისძიებაში მონაწილეობას იღებდნენ საქართველოს, ბელორუსიის, მოლდოვის, სომხეთის, უკრაინის, აზერბაიჯანის, ყაზახეთის, პოლონეთის, ლიტვისა და დიდი ბრიტანეთის წარმომადგენლები. სემინარის ფარგლებში ევროკავშირის წევრი ქვეყნების მხრიდან გაზიარებულ იქნა საკუთრი გამოცდილება შეფასების სისტემასთან დაკავშირებით.

 

სემინარის მეორე დღე მიეძღვნა სამოქალაქო საზოგადოებისა და კერძო სექტორის წარმომადგენლების, კერძოდ, საქართველოს იურისტთა ასოციაციის, საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის, ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდისა და ნატო-საქართველოს პროფესიული განვითარების პროგრამის (PDP) ხელმძღვანელის რეკომენდაციებს მოხელის შეფასების სისტემასთან დაკავშირებით.

 

საჯარო სამსახურის ბიურო მადლობას უხდის საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობას და ნატო-საქართველოს პროფესიული განვითარების პროგრამას (PDP) მხარდაჭერისათვის.

გამოგადგათ ინფორმაცია