Loading
ქარ
Eng
ქარ
Eng
საჯარო სამსახურის რეფორმა

„საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის პროექტის განხილვა საქართველოს უზენაეს სასამართლოში

icon 18 ივნ 2015

2015 წლის 18 ივნისს, საჯარო სამსახურის ბიუროს ინიციატივით, უზენაეს სასამართლოში "საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის პროექტის პრეზენტაცია გაიმართა. შეხვედრას უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე და საერთო სასამართლოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

საჯარო სამსახურის ბიუროს უფროსმა, ქალბატონმა ეკატერინე ქარდავამ შეხვედრის მონაწილეებს დეტალურად გააცნო "საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის პროექტის შინაარსი, მასთან დაკავშირებული ყველა სიახლე და აღნიშნა, რომ კანონპროექტის საჯარო განხილვის პროცესში უმნიშვნელოვანესია უზენაესი სასამართლოს ხედვა საქართველოს კანონმდებლობაში განხორციელებულ ცვლილებებზე.

როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, ახალი კანონის მიზანია უზრუნველყოს კარიერულ წინსვლაზე, დამსახურებაზე, კეთილსინდისიერებაზე, პოლიტიკურ ნეიტრალიტეტზე, მიუკერძოებლობასა და ანგარიშვალდებულებაზე დაფუძნებული სტაბილური, ერთიანი საჯარო სამსახურის ჩამოყალიბებისა და ფუნქციონირების სამართლებრივი საფუძვლების შექმნა.

გამოგადგათ ინფორმაცია