Loading
ქარ
Eng
ქარ
Eng
საჯარო სამსახურის რეფორმა

„საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონპროექტის წარდგენა

icon 21 ივლ 2015

21 ივლისს, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის, იურიდიულ საკითხთა, საფინანსო-საბიუჯეტო, რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე, დეპუტატებს, საჯარო სამსახურის ბიუროს უფროსმა, ეკატერინე ქარდავამ "საჯარო სამსახურის შესახებ" კანონპროექტი და მისგან გამომდინარე 66 კანონპროექტი წარუდგინა.

ეკატერინე ქარდავას განცხადებით: "კანონპროექტი საჯარო სამსახურის ფარგლებს ახლებურად არეგულირებს, საჯარო მოსამსახურეთა ცნებებს და კატეგორიებს აკონკრეტებს, განსაზღვრავს საჯარო სამსახურში მიღების, დაწინაურების, კვალიფიკაციის ამაღლების და შეფასების სისტემების შექმნის პრინციპებს. იგი ქმნის მყარ სამართლებლივ საფუძველს და აკონკრეტებს დისციპლინური წარმოების სამართლიან მექანიზმს." მისივე განცხადებით, საკანონმდებლო სიახლე მიზნად ისახავს კარიერულ პრინციპზე დაფუძნებული საჯარო სამსახურის სისტემისა და პროფესიული საჯარო მოხელის ინსტიტუტის ჩამოყალიბებას.

ქალბატონი ეკატერინეს მოხსენების შემდეგ, კომიტეტების გაერთიანებული სხდომა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა და კენჭისყრისას კომიტეტის წევრებმა მხარი დაუჭირეს, კანონპროექტის პლენარულ სხდომაზე გატანას.

"საჯარო სამსახურის შესახებ" ახალი კანონის ამოქმედება 2017 წლის პირველი იანვრიდან არის დაგეგმილი.

გამოგადგათ ინფორმაცია