Loading
ქარ
Eng
ქარ
Eng
საჯარო სამსახურის რეფორმა

საჯარო სამსახურის სფეროში განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებები

icon 02 აგვ 2012

საქართველოს პარლამენტმა 2012 წლის 29 ივნისს ცვლილებები შეიტანა საქართველოს კანონებში ,,საჯარო სამსახურის შესახებ’’ და „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“. ცვლილებების პროექტი შემუშავდა საჯარო სამსახურის ბიუროს ავტორობით და საჯარო სამსახურში არსებული მთელი რიგი საკითხების დახვეწა-გამარტივებას ემსახურება.

მნიშვნელოვანი ცვლილებები:

- ცვლილებით განისაზღვრა საჯარო სამართლის იურიდიული პირების (გარდა კულტურული, საგანმანათლებლო ან რელიგიური ნიშნით შექმნილი) ვალებულება, კონკურსი ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად გამოცხადონ www.hr.gov.ge-ს მეშვეობით;


- გაუქმდა საჯარო მოსამსახურის ვალდებულება, წარადგინოს შემოსავლისა და ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაცია. სანაცვლოდ ის პირები, რომლებიც კორუფციის უფრო მაღალი რისკის შემცველ პოზიციებზე იმყოფებიან განისაზღვრნენ „თანამდებობის პირებად“. შესაბამისად, მათ დაეკისრათ ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის შევსების ვალდებულებაც;

- დაწინაურების შეზღუდვა მოიხსნა იმ საჯარო მოხელეთათვის, რომლებიც 6 თვეზე მოკლე პერიოდი მსახურობდნენ ერთ თანამდებობაზე;


- ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონი არ ითვალისწინებდა გამოსაცდელი ვადის გამოყენების შესაძლებლობას კონკურსის საფუძველზე მიღებულ და თანამდებობაზე სამსახურებრივი წინსვლის გზით დანიშნულ პირთათვის. ცვლილებების შედეგად, აღნიშნული ხარვეზი აღმოიფხვრა;


- დადგინდა, რომ ,,ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლით გათვალისწინებულ თანამდებობებზე დროებით მოვალეობის შემსრულებლები არა უმეტეს 1 წლის ვადით დაინიშნებიან, ხოლო სხვა ვაკანტურ თანამდებობებზე - არა უმეტეს 3 თვის ვადით. ამასთან, განისაზღვრა, რომ იმავე თანამდებობაზე განმეორებით დროებით მოვალეობის შემსრულებლად დანიშვნა დაუშვებელია.

გამოგადგათ ინფორმაცია