Loading
ქარ
Eng
ქარ
Eng
ზოგადი ინფორმაცია

საჯარო მოხელეთა ფორუმის მეცამეტე შეხვედრა თემაზე „სამუშაო და ბედნიერება“

icon 10 აგვ 2020

საჯარო სამსახურის ბიურომ, 7 აგვისტოს, საჯარო მოხელეთა მორიგ ფორუმს უმასპინძლა დისტანციურ რეჟიმში. ფორუმის თემას წარმოადგენდა „სამუშაო და ბედნიერება“. შეხვედრას ფსიქოლოგი, საქართველოში პირველი HR საკონსულტაციო ფირმის - ადამიანური რესურსის მენეჯმენტის ცენტრი-PMC-ის დამფუძნებელი, ია კუტალაძე უძღვებოდა.

ფორუმი საჯარო სამსახურის ბიუროს უფროსმა, ეკატერინე ქარდავამ გახსნა, რომელმაც ხაზი გაუსვა საჯარო სამსახურში ადამიანური რესურსების მართვის პროცესში ფსიქოლოგების ჩართულობის და ფსიქოლოგიის საფუძვლების გამოყენების მნიშვნელობას. ეკატერინე ქარდავამ შესავალი სიტყვის ბოლოს მადლობა გადაუხადა გაეროს განვითარების პროგრამას მხარდაჭერისთვის.

შეხვედრის თემა იყო პოზიტიური ფსიქოლოგიური კაპიტალი და სამუშაოსა და ბედნიერებას შორის ურთიერთკავშირი. ია კუტალაძემ ისაუბრა ბედნიერების განმსაზღვრელ ფაქტორებზე და მონაწილეებს გაუზიარა სამეცნიერო კვლევის შედეგები ბენდიერების გავლენაზე სამუშაოსა და თანამშრომელთა პროდუქტიულობაზე. შეხვედრაზე განხილულ საკითხებს შორის იყო, ასევე, სამართლიანი ორგანიზაციული გარემოს და მისი, როგორც ადამიანის კეთილდღეობის განმსაზღვრელი ფაქტორის მნიშვნელობა. შეხვედრის დასკვნით ნაწილში კი მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ, კითხვებით მიემართათ მომხსენებლისთვის და გაეზიარებინათ თავიანთი შეხედულებები.

საჯარო მოხელეთა ფორუმებს ბიურო 2019 წლის დეკემბრიდან მასპინძლობს, რომელშიც მონაწილეობას იღებენ ცენტრალურ საჯარო დაწესებულებებში დასაქმებული პროფესიული საჯარო მოხელეები.

ფორუმის შეხვედრები ტარდება გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს მთავრობის UK aid-ისა და შვედეთის მთავრობის ხელშეწყობით, პროექტის - „საჯარო სამსახურის რეფორმის იმპლემენტაციის პროცესში მმართველობის ახალი გზების დანერგვის ხელშეწყობა“ - ფარგლებში.

გამოგადგათ ინფორმაცია