Loading
ქარ
Eng
ქარ
Eng
ინსტიტუციური მოწყობა

საჯარო დაწესებულებებში პრემიის ოდენობის განსაზღვრის წესი

icon 25 ივნ 2014

2014 წლის 23 ივნისს მთავრობის ადმინისტრაციაში, ადმინისტრაციის უფროსის მოადგილემ ნინო კობახიძემ და საჯარო სამსახურის ბიუროს უფროსმა ეკატერინე ქარდავამ საჯარო დაწესებულებებში პრემიის ოდენობის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ ბრიფინგი გამართეს.

აღნიშნულ საკითხზე საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის დავალებით, ერთი თვის განმავლობაში აქტიურად მუშაობდა საჯარო სამსახურის ბიურო და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მიერ მოწვეული გერმანელი ექსპერტი, დიტერ უმბახი.

შედეგად, შემუშავდა ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანილი საქართველოს მთავრობის დადგენილების პროექტი "საჯარო დაწესებულებებში პრემიის ოდენობის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ" რომელიც საქართველოს მთავრობას განსახილველად ხუთშაბათს, 26 ივნისს წარედგინება.

   

გამოგადგათ ინფორმაცია