Loading
ქარ
Eng
ქარ
Eng
ადამიანური რესურსების მართვა

სამუშაო შეხვედრა საჯარო სექტორში პროფესიული განვითარების მიმართულებით მომუშავე დაწესებულებების წარმომადგენლებთან

icon 27 ივლ 2017

2017 წლის 26 ივლისს სასტუმროში Holiday Inn სსიპ - საჯარო სამსახურის ბიუროს ინიციატივითა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ფინანსური მხარდაჭერით გაიმართა სამუშაო შეხვედრა საჯარო სექტორში პროფესიული განვითარების მიმართულებით მომუშავე დაწესებულებების წარმომადგენლებთან.

 

შეხვედრის განმავლობაში განხილულ იქნა "პროფესიული საჯარო მოხელის პროფესიული განვითარების საჭიროებების განსაზღვრის წესის, პროფესიული განვითარების სტანდარტისა და წესის დამტკიცების შესახებ" საქართველოს მთავრობის დადგენილების პროექტი და სწავლების სისტემის დანერგვასთან დაკავშირებული სამომავლო ნაბიჯები.

 

სსიპ - საჯარო სამსახურის ბიურო მადლობას უხდის გაეროს განვითარების პროგრამას (UNDP) მხარდაჭერისათვის

გამოგადგათ ინფორმაცია