Loading
ქარ
Eng
ქარ
Eng
საჯარო სამსახურის რეფორმა

კონფერენცია საჯარო სამსახურის რეფორმის შესახებ

icon 13 ივნ 2012

საჯარო სამსახურის ბიუროსა და NATO-საქართველოს პროფესიული განვითარების პროგრამის ფარგლებში გაიმართა კონფერენცია „საჯარო სამსახურის რეფორმის“ შესახებ. კონფერენციაზე განიხილეს საჯარო სამსახურის რეფორმის საკითხები, საქართველოს ევრო–ატლანტიკური ინტეგრაციის კონტექსტში.

კონფერენცია გახსნა საქართველოს საჯარო სამსახურის ბიუროს უფროსმა ირაკლი კოტეტიშვილმა, ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელმა და ოფიცერმა სამხრეთ კავკასიაში უილიამ ლაჰიუმ, საქართველოს ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა ფილიპ დიმიტროვმა და ლატვიის თავდაცვის სამინისტროს სახელმწიფო მდივანმა იანის სარტმა.

ირაკლი კოტეტიშვლმა აღნიშნა, რომ: „საქართველოს საჯარო მმართველობის ძირითადი საყრდენი თანამედროვე და მაღალპროფესიული საჯარო სამსახურია. საჯარო სამსახურის რეფორმირება ევროპული ფასეულობებისა და სტანდარტების შესაბამისად, ხელს შეუწყობს არა მხოლოდ საქართველოს სტაბილურობასა და კეთილდღეობას, ასევე მის ევრო–ატლანტიკურ ინტეგრაციას. კონფერენციის ფარგლებში ჩვენ ვისაუბრეთ ბევრ მნიშვნელოვან მიღწევაზე, თუმცა, ვგეგმავთ მომავალში კიდევ ბევრი რეფორმის განხორციელებას“.

 

სხვა მნიშვნელოვან პრეზენტაციებს შორის, საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ჩიორა თაქთაქიშვილმა ისაუბრა საქართველოს საჯარო სამსახურში განხორციელებულ რეფორმაზე; ასევე, ნორვეგის საჯარო და ელექტრონული მმართველობის სააგენტოს წარმომადგენელმა სვეინ ერიქსენმა კონფერენციის მონაწილეებს გააცნო “გარდამავალ ქვეყნებში საჯარო სამსახურის რეფორმების პროცესის შედარებითი ანალიზი”. გარდა ამისა, კონფერენციის ფარგლებში მოხდა ბალკანეთის ქვეყნების გამოცდილების გაზიარება – სერბეთისა და მონტენეგროს წარმომადგენლების მიერ.

კონფერენციას ესწრებოდა საქართველოს სხვადასხვა სამთავრობო ორგანოების წარმომადგენლები, ადგილობრივი და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციები და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები.

გამოგადგათ ინფორმაცია