Loading
ქარ
Eng
ქარ
Eng
ადამიანური რესურსების მართვა
16 ოქტომბერი

გაიმართა ადამიანური რესურსების მართვის ფორუმი

icon დაემატა 23 აპრ 2019

2015 წლის 16 ოქტომბერს, საჯარო სამსახურის ბიუროს ინიციატივითა და NATO-საქართველოს პროფესიული განვითარების პროგრამის (PDP) მხარდაჭერით, გაიმართა ადამიანური რესურსების მართვის ფორუმი.

შეხვედრის ფარგლებში საჯარო სამსახურის ბიუროს უფროსმა, ქალბატონმა ეკატერინე ქარდავამ ისაუბრა „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს ახალ კანონსა და მასთან დაკავშირებულ მნიშვნელოვან ცვლილებებზე. ასევე, შეხვედრაზე განხილულ იქნა საჯარო უწყებებში სამუშაოს აღწერილობების შემუშავებისა და ადამიანური რესურსების მართვის ელექტრონულ სისტემასთან დაკავშირებული საკითხები. ყურადღება დაეთმო „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონში განხორციელებულ ცვლილებებსა და სამინისტროებში მიმდინარე ფუნქციური ანალიზის პროექტს.

ფორუმში მონაწილეობას იღებდნენ ცენტრალური საჯარო დაწესებულებების, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირების წარმომადგენლები.

შეხვედრა გაიმართა კითხვა-პასუხის რეჟიმში და დამსწრე აუდიტორიას მიეცა მოსაზრებების გამოთქმის შესაძლებლობა.

მისამართი:
ადგილმდებარეობა:
ორგანიზატორები:
დაწყების თარიღი: 16.10.2015 00:00:00
დასრულების თარიღი: 16.10.2015 00:00:00

გამოგადგათ ინფორმაცია