Loading
ქარ
Eng
ქარ
Eng
ეთიკა

ტრენინგი თემაზე „ეთიკა საჯარო სამსახურში“

icon 19 ივლ 2015

18-19 ივლისს, ყვარელში, იუსტიციის სასწავლო ცენტრისა და სსიპ - საჯარო სამსახურის ბიუროს ორგანიზებით, ბიუროსა და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) ერთობლივი პროექტის ფარგლებში, dbb Academy-ს ექსპერტების მიერ გადამზადებულმა და სერტიფიცირებულმა ტრენერებმა, ჩაატარეს ორდღიანი ტრენინგი თემაზე: "ეთიკა საჯარო სამსახურში" საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანამშრომლებისათვის.

აღნიშნულ ტრენინგს ესწრებოდნენ ადმინისტრაციის იურიდიული, საფინანსო, HR-ის, პროტოკოლის, კორესპონდენციის მართვის, PR-ის დეპარტამენტების, ტრანსპორტის მართვისა და საორგანიზაციო მხარდაჭერის, შესყიდვების განყოფილებებისა და პრეზიდენტის სამდივნოს წარმომადგენლები.

ტრენინგის ბოლოს, მონაწილეებს გადაეცათ dbb Academy-ს სერტიფიკატები.

აღნიშნული პროექტი გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) ფინანსური მხარდაჭერით ჩატარდა.

გამოგადგათ ინფორმაცია