Loading
ქარ
Eng
ქარ
Eng
ეთიკა

ტრენინგები ეთიკისა და მამხილებელთა დაცვის საკითხებში

icon 09 დეკ 2015

2015 წლის 1-8 დეკემბერს ნატოს სამეკავშირეო ოფისში და საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში, სსიპ - საჯარო სამსახურის ბიუროს ორგანიზებით, ბიუროსა და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) ერთობლივი პროექტის ფარგლებში, გერმანიის საჯარო მოხელეთა აკადემიის (dbb Academy) ექსპერტების მიერ გადამზადებულმა და სერტიფიცირებულმა ტრენერებმა, ჩაატარეს ოთხი ორდღიანი ტრენინგი საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის, საქართველოს პარლამენტის, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციისა და დამოუკიდებელი საჯარო სამართლის იურიდიული პირების თანამშრომლებისათვის.

აღნიშნული ტრენინგი ჩატარდა ეროვნული ანტიკორუფციული სტრატეგიის განხორციელების სამოქმედო გეგმის ვალდებულების ფარგლებში, რომელიც ითვალისწინებს ცენტრალური საჯარო დაწესებულებების წარმომადგენელთა დატრენინგებას ეთიკისა და მამხილებელთა დაცვის საკითხებში.

ტრენინგის ბოლოს, მონაწილეებს გადაეცათ dbb Academy-ს სერტიფიკატები.

აღნიშნული ტრენინგი ჩატარდა საჯარო სამსახურის ბიუროსა და NATO - საქართველოს პროფესიული განვითარების პროგრამის (PDP) ფინანსური მხარდაჭერით.

გამოგადგათ ინფორმაცია