Loading
ქარ
Eng
ქარ
Eng
ეთიკა

ტრენინგები ეთიკისა და მამხილებელთა დაცვის საკითხებში

icon 02 აგვ 2016

სსიპ - საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ, ეროვნული ანტიკორუფციული სტრატეგიისა და სტრატეგიის განხორციელების სამოქმედო გეგმის ფარგლებში, მიმდინარე წლის განმავლობაში, დაგეგმილია ტრენინგების ჩატარება ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა თანამშრომლებისათვის.

 

პირველ ეტაპზე, მიმდინარე წლის ივლისი-აგვისტოს განმავლობაში, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით, პარალელურ რეჟიმში ჩატარდა ათი ორდღიანი ტრენინგი აღმოსავლეთ საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს წარმომადგენლებისათვის. ტრენინგებზე დასწრების შესაძლებლობა მიეცა 160 საჯარო მოხელეს.

 

"საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს ახალი კანონის იმპლემენტაციის პროცესის ხელშეწყობის მიზნით, ტრენინგების მომდევნო ეტაპი დაეთმობა დასავლეთ საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა წარმომადგენლების კვალიფიკაციის ამაღლებას.

გამოგადგათ ინფორმაცია