Loading
ქარ
Eng
ქარ
Eng
ეთიკა

გრძელდება მუშაობა საჯარო სამსახურში ეთიკის სახელმძღვანელოს შემუშავების მიზნით

icon 16 მაი 2014

მიმდინარე წლის 13-14 მაისს, საჯარო სამსახურის ბიუროსა და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) ორგანიზებით გაიმართა სამუშაო შეხვედრები საჯარო სამსახურში ეთიკის სამაგიდო წიგნის შემუშავების მიზნით. აღნიშნული ღონისძიება წარმოადგენდა 2013 წლის 1 ნოემბერს გამართული შეხვედრის გაგრძელებას. ღონისძიებას უძღვებოდნენ გერმანიის dbb Academy-ს ექსპერტები და მასში აქტიურ მონაწილეობას იღებდნენ საქართველოს თავდაცვისა და შინაგან საქმეთა სამინისტროების, "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს" და საჯარო სამსახურის ბიუროს წარმომადგენლები.


შეხვედრის ფარგლებში გაგრძელდა მუშაობა საჯარო მოხელეთა ეთიკის სამაგიდო წიგნისა და ტრენერთა სახელმძღვანელოს შემუშავებაზე. პროექტის მიზანია საჯარო მოხელეთათვის საჯარო სამსახურში ეთიკის საკითხებზე სემინარების მოდულის შექმნა, ქართველი ტრენერების მომზადება (გამორჩეულ ტრენერებს მიენიჭებათ უფლება გასცენ dbb Academy-ს სერტიფიკატები) და მათ მიერ საჯარო მოსამსახურეთა გადამზადება ეთიკის საკითხებში.


საჯარო სამსახურის ბიურო აქტიურად მუშაობს საჯარო მოსამსახურეთა გადამზადების კუთხით და მომავალშიც გეგმავს მსგავსი პროექტების განხორციელებას.

გამოგადგათ ინფორმაცია