საჯარო სამსახურის ბიურო მოქალაქეებისგან განცხადებებსა და ოფიციალურ კორესპონდენციას ახალი წესით მიიღებს
კორონავირუსთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი უწყებათაშორისი საბჭოს დავალებისა და ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების შესაბამისად, ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების საპრევენციო ღონისძიებების ფარგლებში, საჯარო სამსახურის ბიურო მოქალაქეების განცხადებებსა და ოფიციალურ კორესპონდენციას მთავრობის ადმინისტრაციის შენობის მისაღებში (საშვთა ბიუროსთან) განთავსებული სპეციალური ყუთის მეშვეობით მიიღებს.
ყოველი სამუშაო დღის ბოლოს, ყუთი უსაფრთხოების შესაბამისი წესების დაცვით გაიხსნება და მასში მოთავსებული კორესპონდენცია ბიუროს შესაბამის ქვედანაყოფებში განაწილდება.
მოქალაქეებს ასევე შეუძლიათ განცხადებები და ოფიციალური კორესპონდენცია გამოაგზავნონ ბიუროს შესაბამის ელ–ფოსტებზე: Info@csb.gov.ge; Info@hr.gov.ge; Stajireba@csb.gov.ge და Ethics@csb.gov.ge ან საქართველოს ფოსტის (მის: ქ. თბილისი, პ. ინგოროყვას ქ №7) საშუალებით.