Loading
ქარ
Eng
ქარ
Eng
ადამიანური რესურსების მართვა

მერებისა და მერის მოადგილეების ცნობიერების ამაღლება ანტიკორუფციული მექანიზმების, ლიდერობის, მენეჯმენტისა და შესრულებული სამუშაოს მართვის მიმართულებით

icon 10 ივნ 2022
  1. 2022 წლის 9 და 10 ივნისს „კეთილსინდისიერებისა და ანგარიშვალდებულების მექანიზმების გაძლიერება საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობის დონეზე (მერებისა და მერის მოადგილეების ცნობიერების ამაღლება ანტიკორუფციული მექანიზმების, ლიდერობის, მენეჯმენტისა და შესრულებული სამუშაოს მართვის მიმართულებით)“ პროექტის ფარგლებში გაიმართა მორიგი შეხვედრა თბილისის, მცხეთა-მთიანეთის, შიდა ქართლისა და ქვემო ქართლის რეგიონების მუნიციპალიტეტის უმაღლესი რგოლის ხელმძღვანელებთან.

ღონისძიება წარმართა სსიპ - საჯარო სამსახურის ბიუროს უფროსმა, ქალბატონმა ეკატერინე ქარდავამ, ბიუროს უფროსის მოადგილეებთან და ბიუროს დეპარტამენტების  უფროსებთან ერთად.

მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს მზია გიორგობიანმა, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ და ნიკ ბერესფორდმა, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) პროექტის მუდმივმა წარმომადგენელმა საქართველოში.

შეხვედრის ფარგლებში გაიმართა დისკუსია საჯარო სამსახურის რეფორმის, ანტიკორუფციული მექანიზმების, ლიდერობისა და მენეჯმენტის, შესრულებული სამუშაოს მართვისა და მოხელეთა პროფესიული განვითარების საკითხებზე.

სსიპ - საჯარო სამსახურის ბიურო, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან თანამშრომლობითა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) პროექტის „დეცენტრალიზაციისა და კარგი მმართველობის გაძლიერება საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობის დონეზე“ მხარდაჭერით ახორციელებს მსგავსი ხასიათის შეხვედრებს საქართველოს ყველა რეგიონის მუნიციპალიტეტის მერებთან და მერის მოადგილეებთან.

გამოგადგათ ინფორმაცია