Loading
ქარ
Eng
ქარ
Eng

საჯარო სამსახურის პრინციპები

„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი აყალიბებს საჯარო სამსახურის კანონის პრინციპებს, რომელშიც მოცემული ყველა ის ღირებულება, რაც განაპირობებს თანამედროვე საჯარო სამსახურის არსს და სრულ შესაბამისობაშია თანამედროვე ევროპული ქვეყნების Good Governance-ის პრინციპებთან. „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით  გარანტირებულია შემდეგი პრინციპები: კანონიერება, ერთგულება, კანონის წინაშე თანასწორობა, ეკონომიურობა და ეფექტიანობა, დამსახურებაზე დაფუძნებული საჯარო სამსახური,  მიუკერძოებლობა, საქართველოს მოქალაქეთათვის საჯარო სამსახურის თანაბარი ხელმისაწვდომობა,  ანგარიშვალდებულება, პოლიტიკური ნეიტრალიტეტი, კარიერული განვითარება, გამჭვირვალობა და ღიაობა, მოხელის სოციალური და სამართლებრივი დაცვა. ხსენებული გადამწყვეტია სტაბილური საჯარო ადმინისტრაციის არსებობისათვის.