Loading
ქარ
Eng
ქარ
Eng

საჯარო სამსახურიდან გასვლა

ადამიანური რესურსების მართვა

საჯარო მოხელე ვალდებულია შვებულებაში გასვლამდე ან გათავისუფლებამდე სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებით მისთვის მინდობილი ქონება უფლებამოსილ პირს ჩააბაროს.  მოხელე საჯარო დაწესებულების  შესაბამის უფლებამოსილ პირს უბრუნებს მისთვის მინდობილ ქონებას, მათ შორის: სამსახურებრივი მოწმობას, საშვს ან სხვა ოფიციალურ საიდენტიფიკაციო დოკუმენტს, რომელიც მას გადაცემული ჰქონდა საჯარო დაწესებულებაში უფლებამოსილების განხორციელების პერიოდში.

 

ამასთან, საჯარო დაწესებულებიდან გათავისუფლებულ საჯარო მოსამსახურეს უფლება არა აქვს, გათავისუფლების დღიდან 1 წლის განმავლობაში მუშაობა დაიწყოს იმ საჯარო დაწესებულებაში ან საქმიანობას ახორციელებდეს იმ საწარმოში, რომელსაც იგი ბოლო 3 წლის განმავლობაში სისტემატურად ზედამხედველობდა სამსახურებრივად. ამ ხნის განმავლობაში მას აგრეთვე უფლება არა აქვს, მიიღოს შემოსავალი ასეთი საჯარო დაწესებულებიდან ან საწარმოდან. ამდენად, საჯარო მოსამსახურეს საჯარო ინტერესის დაცვის უზრუნველსაყოფად, კანონით განსაზღვრული ვალდებულების შესრულება ეკისრება როგორც სამსახურში საქმიანობის პერიოდში, ისე მისი დატოვების შემდგომ, რაც ქმნის ეფექტური მმართველობითი პროცესის სამართლებრივ გარანტიას.