Loading
ქარ
Eng
ქარ
Eng
ეთიკა

ტრენინგი ეთიკისა და მამხილებელთა დაცვის საკითხებში

icon 28 სექ 2015

გრძელდება ტრენინგების ციკლი ეთიკისა და მამხილებელთა დაცვის საკითხებში.

2015 წლის 26-27 სექტემბერს, თბილისში, სასტუმრო ძველ თბილისში სსიპ - საჯარო სამსახურის ბიუროს ორგანიზებით, ბიუროსა და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) ერთობლივი პროექტის ფარგლებში, dbb Academy-ს ექსპერტების მიერ გადამზადებულმა და სერტიფიცირებულმა ტრენერებმა, ჩაატარეს ორდღიანი ტრენინგი აღმოსავლეთ საქართველოს ადგილობრივი თვითმართველობის ორგანოების წარმომადგენელთათვის.

აღნიშული ტრენინგი ჩატარდა ეროვნული ანტიკორუფციული სტრატეგიის განხორციელების სამოქმედო გეგმის ვალდებულების ფარგლებში, რომელიც ითვალისწინებს ყველა ცენტრალური და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების წარმომადგენელთა დატრენინგებას ეთიკისა და მამხილებელთა დაცვის საკითხებში.

ატრენინგის ბოლოს, მონაწილეებს გადაეცათ dbb Academy-ს სერტიფიკატები.

აღნიშნული ტრენინგი გაერთიანებული ერების ორგანიზაციის განვითარების პროგრამის (UNDP) რეგიონალური და ადგილობრივი განვითარების ხელშეწყობის პროექტისა (რომელიც ხორციელდება სამხრეთ კავკასიაში შვეიცარიის თანამშრომლობის ოფისის (SCO) და ავსტრიის განვითარების სააგენტოს (ADC) მიერ ფინანსური მხარდაჭერით) და NATO - საქართველოს პროფესიული განვითარების პროგრამის (PDP) ფინანსური მხარდაჭერით ჩატარდა.

გამოგადგათ ინფორმაცია