ტრენინგები ეთიკისა და მამხილებელთა დაცვის საკითხებში
2016 წლის 7-17 სექტემბერს, ქალაქ ქობულეთში ჩატარდა ტრენინგები დასავლეთ საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა წარმომადგენლებისათვის, ეთიკისა და მამხილებელთა დაცვის საკითხებში, გერმანიიის საჯარო მოხელეთა აკადემიის (dbb Academy) ექსპერტების მიერ გადამზადებული და სერტიფიცირებული ტრენერების მიერ. პარალელურ რეჟიმში ჩატარდა 9 ორდღიანი ტრენინგი და გადამზადდა 142 საჯარო მოხელე.
შედეგად, დასრულდა ტრენინგების ციკლი, რომელთა ჩატარების ვალდებულება სსიპ - საჯარო სამსახურის ბიუროს ნაკისრი ჰქონდა ეროვნული ანტიკორუფციული სტრატეგიისა და სტრატეგიის განხორციელების 2015-2016 წლის სამოქმედო გეგმის ფარგლებში. კერძოდ, ვალდებულება ითვალისწინებდა მიმდინარე წლის განმავლობაში ტრენინგების ჩატარებას როგორც აღმოსავლეთ, ასევე დასავლეთ საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობის ყველა ორგანოს სულ მცირე ორი თანამშრომლისათვის.
ტრენინგები ჩატარდა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის განვითარების პროგრამის (UNDP) რეგიონალური და ადგილობრივი განვითარების ხელშეწყობის პროექტის მხარდაჭერით.