Loading
ქარ
Eng
ქარ
Eng
ეთიკა

საჯარო სამსახურის ბიუროსა და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) ორგანიზებით ტრენერთა ტრენინგი ჩატარდა

icon 03 ნოე 2014

მიმდინარე წლის 29-31 ოქტომბერს, საჯარო სამსახურის ბიუროსა და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) ორგანიზებით, საჯარო სამსახურში ეთიკის საკითხებზე სამდღიანი მოსამზადებელი კურსი (TOT-Training for Trainers) ჩატარდა.

აღნიშნული მოსამზადებელი კურსი წარმოადგენს საჯარო სამსახურის ბიუროსა და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) ერთობლივი პროექტის - "ეთიკა საჯარო სამსახურში" მორიგ ეტაპს, რომლის პირველი ნაწილი დაეთმო პროექტში ჩართული პირების მიერ, საჯარო სამსახურში ეთიკის საკითხებზე სახელმძღვანელოს შემუშავებას.

პროექტის ფარგლებში დაგეგმილია მესამე, საბოლოო ეტაპის განხორციელება, რომელიც გულისხმობს, უკვე გადამზადებული ტრენერების მიერ, სხვა საჯარო მოხელეებისთვის ტრენინგების ჩატარებას ეთიკაში.

საჯარო სამსახურის ბიურო მადლობას უხდის dbb Academy-ს ექსპერტებს, საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებას (GIZ) და ტრენერებს მონაწილეობისათვის.

გამოგადგათ ინფორმაცია