ეთიკა
საჯარო სამსახურის ბიურომ „ეთიკა და ქცევის ზოგადი წესები საჯარო სამსახურში“ სახელმძღვანელოს პრეზენტაცია გამართა
2015 წლის 29 მაისს გაიმართა სახელმძღვანელოს "ეთიკა და ქცევის ზოგადი წესები საჯარო სამსახურში" პრეზენტაცია, რომელიც მომზადდა dbb Academy-ს ექსპერტებთან თანამშრომლობითა და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მხარდაჭერით.
სახელმძღვანელო შეიცავს არაერთ სავარჯიშოს, ინსტრუქციასა და სიტუაციურ ანალიზს, რომელიც მოითხოვს მკითხველის ჩართულობას. მოცემული სახელმძღვანელო განსაკუთრებულია იმიტომაც, რომ შემუშავებულია ინტერაქტიული მეთოდით, საჯარო სამსახურში დასაქმებული პირების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და აკადემიური სექტორის წარმომადგენლების ჩართულობით.
ფაილები
ეთიკა და ქცევის ზოგადი წესები საჯარო სამსახურში
ეთიკა და ქცევის ზოგადი წესები საჯარო სამსახურში
გამოგადგათ ინფორმაცია