Loading
ქარ
Eng
ქარ
Eng
დეკლარაციების მონიტორინგი

მრგვალი მაგიდა: ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციების მონიტორინგის სისტემის დანერგვა საქართველოში

icon 16 ივლ 2013

საჯარო სამსახურის ბიუროსა და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება - GIZ-ის ორგანიზებით, გაიმართა მრგვალი მაგიდა თემაზე - „ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციების მონიტორინგის სისტემის დანერგვა საქართველოში“. შეხვედრაზე საჯარო სამსახურის ბიუროს უფროსმა, ირაკლი კოტეტიშვილმა ისაუბრა საქართველოში არსებული ქონებრივი დეკლარაციების სისტემის შესახებ და ხაზი გაუსვა მონიტორინგის სისტემის დანერგვის აუცილებლობას.

ღონისძიებაზე მოხსენება გააკეთა მსოფლიო ბანკის ექსპერტმა – ლაურა პოპმა, რომელმაც ისაუბრა თანამდებობის პირთა ქონებრივი დეკლარაციების შესახებ გლობალური და ადგილობრივი პერსპექტივების კონტექსტში. მან ასევე ვრცელი მოხსენება გააკეთა დეკლარაციების მონიტორინგის სისტემების შესახებ.

მოხსენებები გააკეთეს ასევე “საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ წარმომადგენელმა ერეკლე ურუშაძემ და "ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის" (IDFI) გამგეობის თავმჯდომარემ ლევან ავალიშვილმა. მათ მიმოიხილეს საერთაშორისო პრაქტიკა და ისაუბრეს სამოქალაქო საზოგადოების როლზე აღნიშნულ საკითხებში.

ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს მთავრობის, საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა, ისევე როგორც პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორმა, რომელთაც აღნიშნულ საკითხზე საკუთარი ცოდნა და გამოცდილება გაუზიარეს მონაწილეებს.

თანამდებობის პირთა ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციების მონიტორინგი კორუფციასთან ბრძოლის საერთაშორისო დონეზე აპრობირებული ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საშუალებაა. სწორედ ამიტომ, აღნიშნული ინსტიტუტის დანერგვა საქართველოში მნიშვნელოვან საკითხს წარმოადგენს.

იხილეთ მრგვალი მაგიდის ანგარიში და პრეზენტაციები:

ფაილები
თანამდებობის პირთა ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციების მონიტორინგის სისტემის დანერგვა საქართველოში
მრგვალი მაგიდა: „თანამდებობის პირთა ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციების მონიტორინგის სისტემის დანერგვა საქართველოში“
პრეზენტაცია:"თანამდებობის პირთა ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციების სისტემა საქართველოში"
პრეზენტაცია:"თანამდებობის პირთა ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციების სისტემა საქართველოში"
პრეზენტაცია:"ქონებრივი დეკლარაციების მონიტორინგის სისტემა"
პრეზენტაცია:"ქონებრივი დეკლარაციების მონიტორინგის სისტემა"
თანამდებობის პირთა ქონებრივი დეკლარაციები: გლობალური და რეგიონული პერსპექტივა
პრეზენტაცია:"თანამდებობის პირთა ქონებრივი დეკლარაციები: გლობალური და რეგიონული პერსპექტივა"
როგორ იყენებენ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები თანამდებობის პირთა ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციებს მონიტორინგისთვის
პრეზენტაცია:"როგორ იყენებენ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები თანამდებობის პირთა ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციებს მონიტორინგისთვის"
გამოგადგათ ინფორმაცია