Loading
ქარ
Eng
ქარ
Eng
ეთიკა

მრგვალი მაგიდა – მამხილებელთა დაცვის ინსტიტუტის გაძლიერება საქართველოში

icon 06 აპრ 2015

2015 წლის 6 აპრილს, საჯარო სამსახურის ბიუროს ორგანიზებითა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) და შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით, გაიმართა მრგვალი მაგიდა – "მამხილებელთა დაცვის ინსტიტუტის გაძლიერება საქართველოში".

მრგვალ მაგიდაზე მამხილებელთა დაცვის მნიშვნელობაზე ისაუბრა საჯარო სამსახურის ბიუროს უფროსმა ეკატერინე ქარდავამ, მამხილებელთა დაცვის საკანონმდებლო რეგულირებასა და 2014 წელს განხორციელებულ ცვლილებებზე იმსჯელა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსმა ზურაბ სანიკიძემ. მამხილებელთა დაცვის მარეგულირებელ ნორმებში არსებული ხარვეზების აღმოფხვრისა და არსებული რეგულაციების დახვეწის მიზნით სამოქალაქო საზოგადოების რეკომენდაციები და ხედვები წარადგინა IDFI–ს დირექტორმა – გიორგი კლდიაშვილმა, რომელმაც ისაუბრა მამხილებელთა დაცვის მნიშვნელობაზე დემოკრატიულ სახელმწიფოში.

ღონისძიებაში მონაწილეობდნენ საქართველოს მთავრობის, სამოქალაქო საზოგადოების, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და სხვა დაინტერესებული მხარეთა წარმომადგენლები. მონაწილეები გაეცნენ პროექტის შედეგებს, განიხილეს საერთაშორისო გამოცდილება და საუკეთესო პრაქტიკა, ღონისძიების ფარგლებში აგრეთვე გაიმართა საინფორმაციო მასალებისა და ვიდეო რგოლის პრეზენტაცია.

გამოგადგათ ინფორმაცია