Loading
ქარ
Eng
ქარ
Eng
დეკლარირება

გაეროს საჯარო სამსახურის ჯილდოს პრეზენტაცია არასამთავრობო ორგანიზაციებთან

icon 08 ივლ 2013
საჯარო სამსახურის ბიურო გაეროს საჯარო სამსახურის ჯილდოს პრეზენტაციასთან დაკავშირებით არასამთავრობო ორგანიზაციებს შეხვდა. შეგახსენებთ, რომ საქართველოს საჯარო სამსახურის ბიუროს „თანამდებობის პირთა ქონებრივი დეკლარაციების ელექტრონულმა სისტემამ“ გაიმარჯვა გაეროს მიერ გამოცხადებულ კონკურსზე ნომინაციაში „კორუფციის პრევენცია და დამარცხება საჯარო სამსახურში.“ დაჯილდოება გაიმართა 27 ივნისს ბაჰრეინის სამეფოს დედაქალაქ მანამაში. დაჯილდოების ცერემონიალზე მონაწილეობა მიიღო საჯარო სამსახურის ბიუროს უფროსმა ირაკლი კოტეტიშვილმა.

პრეზენტაციაზე ირაკლი კოტეტიშვილმა ისაუბრა ჯილდოს მნიშვნელობაზე საქართველოსთვის და კიდევ ერთხელ გადაუხადა მადლობა საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს და ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტს პროექტის ნომინაციაზე წარდგენაში მხარდაჭერისთვის. საზოგადოებას ასევე მიმართა საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს დირექტორმა – ეკა გიგაურმა და ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის დირექტორმა – გიორგი კლდიაშვილმა. მათ კიდევ ერთხელ გაუსვეს ხაზი ქონებრივი დეკლარაციების გამართული და გამჭვირვალე სისტემის არსებობის მნიშვნელობას ქვეყნისთვის და საქართველოს მიულოცეს მიღწეული წარმატება.

საქართველოში თანამდებობის პირთა ქონებრივი დეკლარაციების ელექტრონული სისტემა 2010 წლიდან მოქმედებს. ელექტრონული სისტემა ამარტივებს დაინტერესებული პირებისათვის ნებისმიერი თანამდებობის პირის ქონებრივი დეკლარაციის ხელმისაწვდომობას. ეს არის მნიშვნბელოვანი იარაღი საჯარო სამსახურში კორუფციასთან ბრძოლისა და ღია და გამჭვირვალე მმართველობის ხელშეწყობისთვის.

გამოგადგათ ინფორმაცია