Loading
ქარ
Eng
ქარ
Eng

მმართველობა

საჯარო მმართველობის, როგორც სახელმწიფოს საქმიანობის, ძირითადი მახასიათებელია მისი უწყვეტობა.  „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი საჯარო სამსახურის ცნების ქვეშ მოიაზრებს მხოლოდ საჯარო მმართველობის განხორციელებას და, ძველი კანონისგან განსხვავებით, განსაზღვრავს საჯარო მმართველობის განმახორციელებელი პირების სამართლებრივ სტატუსს.

საჯარო მმართველობის  ფუნქციიის სრულყოფილი პოზიტიური განმარტება შეუძლებელია. ყველაზე ფართოდ გავრცელებული დეფინიციის თანახმად, ის არის აღმასრულებელ-განმკარგულებელი საქმიანობა. საჯარო მმართველობა არის კანონების აღსრულების პროცესი, მაგრამ არა მხოლოდ.  საჯარო მმართველობის ნეგატიური განმარტება უფრო სრულყოფილად გადმოსცემს საჯარო მმართველობის არსს, რომლის თანახმადაც, საჯარო მმართველობა, როგორც სახელმწიფოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფუნქცია, არის სახელმწიფოს საქმიანობა, რომელიც არ არის კანონშემოქმედება და მართლმსაჯულება.