საჯარო სამსახურის რეფორმის თითოეული კომპონენტი სინერგიულ ურთიერთკავშირშია და აძლიერებს ერთმანეთს. შესაბამისად, იმისათვის რომ მოხდეს საკანონმდებლო რეფორმის იმპლემენტაცია და რეფორმის ძირითადი მიზნების მიღწევა, აუცილებელია საჯარო სტრუქტურებში ადამიანური რესურსების მართვის ფუნქციის გაძლიერება და განვითარება. ადამიანური რესურსების მართვის ეფექტურობას მნიშვნელოვნად განაპირობებს ელექტრონული პროგრამების დანერგვა და საჯარო სექტორში დასაქმებულთა ერთიანი მონაცემთა ბაზის შექმნა. აღნიშნული მონაცემების საფუძველზე, მოხდება ძირითადი პრობლემებისა და ტენდენციების იდენტიფიკაცია და ადამიანური რესურსების მართვის ერთიანი პოლიტიკის შემუშავება. ადამინური რესურსების მართვის სისტემების რეფორმირების მიზნით, საჯარო სამსახურის ბიურო მუშაობს შემდეგი 3 მიმართულებით:
HRMIS სტანდარტები: ადამიანური რესურსების მართვის ავტომატიზირებული ელექტრონული სისტემის ერთიანი სტანდარტების შექმნა მნიშვნელოვანია საჯარო სექტორში ადამიანური რესურსების მართვის გამჭვირვალობისა და ეფექტურობის ამაღლებისთვის. ამგვარი სანდარტების არსებობა საჯარო დაწესებულებებს მნიშვნელოვნად გაუადვილებს ეფექტური ტექნოლოგიური გადაწყვეტების შემუშავებისა და დანერგვის პროცესს. ამავდროულად, ერთიანი სტანდარტი იქნება სხვადასხვა დაწესებულებებში დანერგილი პროგრამების თავსებადობის გარანტიც, რაც საჯარო სამსახურის ბიუროს და ცენტრალური ხელისუფლების სხვა ორგანოებს მისცემს სისტემაში არსებული ვითარების შესახებ ზუსტი ინფორმაციის ოპერტიული მიღებისა და ამ მონაცემებით ოპერირების შესაძლებობას.
HR სტრატეგია: ადამიანური რესურსების მართვის სისტემების განვითარებისა და ამ კუთხით საჯარო სტრუქტურებში ქმედითი და თანამედროვე პრაქტიკის დანერგვის მიზნით, საჯარო სამსახურის ბიურო გეგმავს ადამიანური რესურსების მართვის ერთიანი სტრატეგიის შემუშავებას. აღნიშნული სტრატეგია მნიშვნელოვანი საორიენტაციო დოკუმენტია საჯარო სტრუქტურების ადამიანური რესურსების მართვის მენეჯერთათვის. სტრატეგიის შემუშავება მოხდება არსებული საერთაშორისო პრაქტიკისა და ლოკალური კონტექსტის გათვალისწინებით. სტრატეგია დაადგენს ადამიანური რესურსების მართვის სიტემების განვითარების მიზნებს, საჭიროებებსა და გასატარებელ ღონისძიებებს.
ტრენინგი და განვითარება: HR რეფორმის კომპონენეტების წარმატებით იმპლემენტაციის მიზნით, აუცილებელია არსებული კომპეტენციისა და უნარების გაღრმავება და განვითარება. ამ კუთხით საჯარო სამსახურის ბიურო გეგმავს რეგულარული თემატური ტრენინგების ჩატარებას.
საჯარო სამსახურის ბიუროს ინიციატივით განხორციელდა საჯარო სტრუქტურებში არსებული ადამიანური რესურსების მართვის სისტემების კვლევა, რომლის შედეგებმაც საჯარო სტრუტურებში არსებული კომპეტენციის ასიმეტრიული მდგომარეობა აჩვენა.
არსებული სიტუაციის გაუმჯობესების მიზნით, საჯარო სამსახურის ბიურო ცოდნის გაცვლის კამპანიის ორგანიზებას გეგმავს, რომელიც ლოკალურ დონეზე ინფორმაციისა და გამოცდილების გაზიარებას და თანამშრომლობის გაღრმავებას ისახავს მიზნად.
საჯარო სამსახურის ბიურო
საქართველო, თბილისი, 0134, ინგოროყვას ქ. №7
ტელ. (+995 32) 2192727
ფაქსი: (+995 32) 2923378
E-mail: csb@csb.gov.ge