მომხმარებლები: 402972
კონკურსი საქართველოს ეროვნულ ბანკში

,,საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის 31-ე მუხლის თანახმად, საჯარო სამსახურის ბიურო აცხადებს კონკურსს საქართველოს ეროვნული ბანკის სპეციალიზირებული რისკების დეპარტმანეტის საკრედიტო რისკების განყოფილების მთავარი სპეციალისტის თანამდებობებზე.

ანგარიშვალდებული: განყოფილების უფროსის მიმართ.

საკრედიტო რისკების განყოფილების მიზანია საფინანსო სექტორის სისტემური და იდიოსინკრატული საკრედიტო რისკების ანალიზი.

სამუშაოს სპეციფიკა: პოზიცია მოიცავს დინამიურ და მრავალმხრივ სამუშაოს საინტერესო და ძლიერი პროფესიონალების გუნდში, რაც საშუალებას აძლევს დასაქმებულს სრულად წარმოაჩინოს და განავითაროს თავისი შესაძლებლობები, მათ შორის შიდა და ორგანიზაციის გარეთ ტრეინინგების მეშვეობით.

მოვალეობები:

  • ფინანსურ სექტორში სისტემური და იდეოსინკრატული საკრედიტო რისკების იდენტიფიცირება და მონიტორინგი, როგორც დისტანციური, ასევე, ადგილზე შემოწმების გზით;
  • ცალკეუელი ბანკის მიერ შემუშავებული სესხის გაცემის და მონიტორინგის სტანდარტების შესწავლა და ანალიზი;
  • ბანკის მიერ სესხის გაცემისა და მონიტორინგის პროცედურების პრაქტიკაში ადეკვატურად გამოყენების დადგენა;
  • ბიზნეს და საცალო სესხებზე საკრედიტო რისკის შეფასებისა და განსაზღვრისათვის შესაბამისი საერთაშორისო პრაქტიკის მოძიება და დამუშავება.

აუცილებელი მოთხოვნები:

  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და კეთილსინდისიერება;
  • უმაღლესი განათლება;
  • ინგლისური ენის სრულყოფილად ცოდნა;
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების სრულყოფილად ცოდნა;
  • ორგანიზაციული უნარ-ჩვევები, დაგეგმვისა და სამუშაო დროის ოპტიმალურად განაწილების უნარი;
  • ძლიერი ანალიტიკური აზროვნება, მრავალმხრივი ინფორმაციის სისტემატიზირების უნარი. შეზღუდული ინფორმაციის პირობებში გადაწყვეტილების მიღების უნარი;
  • კომუნიკაბელურობა და გუნდური მუშაობის უნარი.

შერჩევის პროცესში უპირატესობა მიენიჭებათ იმ კანდიდატებს, რომლებსაც აქვთ:

  • კორპორატიული ფანანსების ანალიზის კუთხით გამოცდილება;
  • საკრედიტო რისკების შეფასების გამოცდილება;

ანაზღაურება განისაზღვრება კანდიდატის კვალიფიკაციისა და გამოცდილების შესაბამისად.

მსურველებს გთხოვთ გამოაგზავნოთ პროფესიული ავტობიოგრაფია შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@nbg.gov.ge

გთხოვთ მეილის სათაურში მიუთითოთ განყოფილების („საკრედიტო რისკების განყოფილება“) სახელწოდება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.


www.flickr.com
This is a Flickr badge showing public photos and videos from Civil Service Bureau. Make your own badge here.


საჯარო სამსახურის ბიურო

საქართველო, თბილისი, 0134, ინგოროყვას ქ. №7
ტელ. (+995 32) 2192727
ფაქსი: (+995 32) 2923378
E-mail: csb@csb.gov.ge