„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 31–ე მუხლის თანახმად, სსიპ – საჯარო სამსახურის ბიურო აცხადებს საჯარო კონკურსს საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის შემდეგ ვაკანტურ თანამდებობებზე:
საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის (ქ.თბილისი) მართლმსაჯულების დეპარტამენტის ადმინისტრაციული სამართლის სპეციალისტი (მთავარი სპეციალისტი) – 1 საშტატო ერთეული (თანამდებობრივი სარგოს ოდენობა – 1050 ლარი).
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
განათლება/ცოდნა და გამოცდილება:
სპეციალური მოთხოვნები:
საკონკურსო თემატიკა:
კონკურსის პირობები:
საქართველოს სახალხო დამცველის აპარატში ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად გამოცხადებულ საჯარო კონკურსს ატარებს საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის საკონკურსო-საატესტაციო კომისია.
საქართველოს სახალხო დამცველის აპარატში ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად გამართული საჯარო კონკურსი არის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით კანდიდატის შესაბამისობის შეფასება დასაკავებელი თანამდებობის მოთხოვნებთან. საჯარო კონკურსი სახელმწიფო თანამდებობის დასაკავებლად უზრუნველყოფს საჯარო სამსახურის თანაბარ ხელმისაწვდომობას ყველასათვის. საჯარო კონკურსი ეწყობა იმ პირებს შორის, რომლებიც შეიტანენ განცხადებას კონკურსში მონაწილეობის მისაღებად და დააკმაყოფილებენ საკონკურსო მოთხოვნებს. საქართველოს სახალხო დამცველის აპარატში ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვს საქართველოს ქმედუნარიან მოქალაქეს 21 წლის ასაკიდან, რომელიც ფლობს სახელმწიფო ენას და აკმაყოფილებს ვაკანტური თანამდებობის მიმართ წაყენებულ მოთხოვნებს. კანდიდატთა ზღვრული ასაკი განისაზღვრება 65 წლით. საჯარო მოსამსახურეს უფლება აქვს მიიღოს კონკურსში მონაწილეობა საერთო წესის საფუძველზე, მის მიერ დაკავებული თანამდებობის მიუხედავად.
კონკურსში მონაწილეობის მისაღებად კანდიდატმა საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის საკონკურსო-საატესტაციო კომისიის სამდივნოში უნდა წარადგინოს:
ა) განცხადება დაწესებულების საკონკურსო-საატესტაციო კომისიის სახელზე;
ბ) ავტობიოგრაფია ან Curriculum Vitae (CV);
გ) განათლების ან შესაბამისი კვალიფიკაციის მოწმობა;
დ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.
საბუთების მიღება წარმოებს განცხადების გამოქვეყნების დღიდან ორი კვირის ვადაში 10.00-დან 18.00 სთ-მდე (შაბათ-კვირის გარდა).
კონკურსი ჩატარდება განცხადების გამოქვეყნების დღიდან არაუადრეს სამი კვირისა.
საქართველოს სახალხო დამცველის აპარატში მოცემული ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად გამოცხადებული კონკურსი მოიცავს ორ ეტაპს:
1. პირველი ეტაპი – წერითი დავალება;
2. მეორე ეტაპი – გასაუბრება.
კონკურსის მეორე ეტაპს – გასაუბრებას გაივლის ის კანდიდატი, რომელიც საჯარო კონკურსის პირველ ეტაპზე წერითი დავალების შესრულებისათვის საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის საკონკურსო–საატესტაციო კომისიის მიერ შეფასდება არანაკლებ 75 ქულით.
ყოველ კანდიდატს, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის საკონკურსო–საატესტაციო კომისიის გადაწყვეტილების მიღებიდან არა უგვიანეს ხუთი დღისა, წერილობით ეცნობება მის მიმართ გამოტანილი გადაწყვეტილების შესახებ.
საჯარო კონკურსის წარმატებით გავლის შემდეგ საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის საკონკურსო-საატესტაციო კომისიის მიერ თანამდებობაზე დასანიშნად წამოყენებული კანდიდატი ინიშნება თანამდებობაზე, თუ იგი კომისიის გადაწყვეტილების მიღებიდან 2 კვირის განმავლობაში საქართველოს სახალხო დამცველს წარუდგენს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის 1–ელ პუნქტში ჩამოთვლილ დოკუმენტებს და საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის საკონკურსო-საატესტაციო კომისიის გადაწყვეტილებას.
დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის საკონკურსო-საატესტაციო კომისიის სამდივნოს შემდეგ მისამართზე:
ქ. თბილისი, ნინო რამიშვილის ქ. №6;
ტელ:(+ 995 32) 91 38 14
საკონტაქტო პირი: თამარ შვანგირაძე
აღნიშნული განცხადება შეგიძლიათ იხილოთ საჯარო სამსახურის ბიუროს და საქართველოს სახალხო დამცველის ვებ-გვერდებზე: www.csb.gov.ge (საჯარო სამსახურის ბიურო), www.jobs.gov.ge (დასაქმება საჯარო სამსახურში), www.ombudsman.ge (საქართველოს სახალხო დამცველი).
საჯარო სამსახურის ბიურო
საქართველო, თბილისი, 0134, ინგოროყვას ქ. №7
ტელ. (+995 32) 2192727
ფაქსი: (+995 32) 2923378
E-mail: csb@csb.gov.ge