მომხმარებლები: 402972
კონკურსი საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროში

,,საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის 31-ე მუხლის თანახმად, საჯარო სამსახურის ბიურო აცხადებს კონკურსს საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს შემდეგი ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად.

I. სოფლის მეურნეობის განვითარების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე – თანამდებობრივი სარგო: 1400 ლარი.

1. საკვალიფიკაციო მოთხოვნები:


ა) უმაღლესი განათლება (სასურველია ბიზნეს ადმინისტრირების სპეციალისტის დიპლომი);
ბ) სოფლის მეურნების განვითარების პროექტებში და პროგრამებში სამუშაო გამოცდილება;
გ) ინგლისური და რუსული ენების სრულყოფილი ცოდნა;
დ) საოფისე პროგრამების სრულყოფილი ცონდა (MS Oficce: Woed, Excel, PowerPoint);
ე) წლიური კვარტალური და ყოველთვიური ანგარიშების მომზადების გამოცდილება;
ვ) საპროექტო წინადადებების მომზადების და პრეზენტაციის გამოცდილება.

2. პიროვნული უნარ-ჩვევები:


ა) ხელმძღვანელობისა და დამოუკიდებელი გადაწყვეტილების მიღების უნარი;
ბ) ანალიტიკური აზროვნება;
გ) კომუნიკაბელურობა, კარგი წერითი და ზეპირი გადმოცემის უნარი;
დ) გუნდური მუშაობისა და ახალ გარემოსთან კარგი ადაპტაციის უნარი;
ე) სამუშაოს მიმართ ნოვატორული და შემოქმედებითი მიდგომა;
ვ) შეფასებისა და მოსალოდნელი შედეგების განსაზღვრის უნარი;
ზ) დისციპლინისა და პასუხისმგებლობის გრძნობა.

3. ძირითადი მოვალეობები:


ა) დეპარტამენტის საქმიანობის კოორდინაცია და მონიტორინგი;
ბ) სამინისტროს და დეპარტამენტის ხელმძღვანელობისთვის ყოველთვიური ანგარიშების მომზადება;
გ) დეპარტამენტში დასაქმებული კადრების ყოველთვიური შეფასება და შუამდგომლობა კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების თაობაზე;
დ) სოფლის მეურნეობის განვითარების სტრატეგიაში და სახელმწიფო პროგრამების მომზადებაში აქტიური მონაწილეობის მიღება;
ე) მეცხოველეობის, თევზის მეურნეობის, მემცენარეობის, მეთესლეობის, აგროქიმიის, სასოფლო-სამეურნეო ტექნოლოგიებისა და მელიორაციის სფეროებში განვითარების ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავება და მისი შესრულების კონტროლი;
ვ) რეგიონალური პოლიტიკისა და მისი განვითარების თაობაზე წინადადებების შემუშავება;
ზ) სოფლის მეურნეობისა და მასთან დაკავშირებული ინფრასტრუქტურის, ფერმერთა და აგრომეწარმეთა საკონსულტაციო მომსახურების სისტემის განვითარების ხელშეწყობა;
თ) სოფლის მეურნეობის ტექნიკური გადაიარაღების, მანქანათა გამოყენების ოპტიმალური ფორმების შემუშავება;
ი) მიწების მელიორაციის სფეროში სამელიორაციო პოლიტიკის შემუშავება და მისი განხორციელება;
კ) საქართველოს მელიორაციის ინფრასტრუქტურის, მიწის კონსოლიდაციის, ნიადაგის ხარისხობრივი შეფასების (ნიადაგის ატლასები) და მათი მდგომარეობის თაობაზე ერთიანი ბანკის შექმნა, მიწის რაციონალურად გამოყენების, ნაყოფიერების აღდგენისა და შენარჩუნების ორგანიზება;
ლ) პრიორიტეტული მიმართულებების განსაზღვრის მიზნით შექმნილი სამუშაო ჯგუფების კოორდინაცია;
მ) შიდა საინფორმაციო სისტემის დანერგვის პროცესში აქტიური მონაწილეობის მიღება;
ნ) ინვესტიციების მოზიდვის მიზნით პრეზენტაციებისა და კონფერენციების ორგანიზებაში აქტიური მონაწილეობის მიღება;
ო) მიმდინარე მიზნობრივი პროგრამის შესახებ მოსახლეობის უკეთ ინფორმირების მიზნით განსახორციელებელი ღონისძიებების ნუსხის მომზადება და პრეზენტაცია;
პ) სოფლის მეურნეობის სამინისტროს ხელმძღვანელობის მიერ გაცემული სხვა დავალებების შესრულება.


II. სამელიორაციო პოლიტიკის სამმართველოს უფროსი – თანამდებობრივი სარგო: 1200 ლარი.

1. საკვალიფიკაციო მოთხოვნები:


ა) უმაღლესი განათლება (სასურველია ბიზნეს ადმინისტრირების სპეციალისტის დიპლომი);
ბ) მიწის მართვასთან დაკავშირებულ პროექტებში/პროგრამებში საქმიანობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება;
გ) საპროექტო წინადადებების მომზადების და პრეზენტაციის გამოცდილება
დ) ინგლისური და რუსული ენების სრულყოფილი ცოდნა;
ე) საოფისე პროგრამების სრულყოფილი ცონდა (MS Oficce: Woed, Excel, PowerPoint);

2. პიროვნული უნარ-ჩვევები:


ა) ხელმძღვანელობისა და დამოუკიდებელი გადაწყვეტილების მიღების უნარი;
ბ) ანალიტიკური აზროვნება;
გ) კომუნიკაბელურობა, კარგი წერითი და ზეპირი გადმოცემის უნარი;
დ) გუნდური მუშაობისა და ახალ გარემოსთან კარგი ადაპტაციის უნარი;
ე) სამუშაოს მიმართ ნოვატორული და შემოქმედებითი მიდგომა;
ვ) შეფასებისა და მოსალოდნელი შედეგების განსაზღვრის უნარი;
ზ) დისციპლინისა და პასუხისმგებლობის გრძნობა.

3. ძირითადი მოვალეობები:

ა) მიწების მელიორაციის სფეროში სამელიორაციო პოლიტიკის შემუშავება და მისი განხორციელების კონტროლი;
ბ) მელიორაციის დარგში განსახორციელებელი სამუშაოებისათვის წარდგენილი პროექტების განხილვა და შესაბამისი დასკვნების მომზადება;
გ) საქართველოს სამელიორაციო ინფრასტრუქტურის ხარისხობრივი მახასიათებლების ერთიანი საინფორმაციო ბაზის შექმნის ხელშეწყობა-განახლება;
დ) მიწის კონსოლიდაციის ხელშეწყობის მიზნით სამუშაო ჯგუფების ორგანიზება (სახელმწიფო უწყებების, დონორების, ასოციაციების და სხვა დაინტერესებული პირების მონაწილეობით);
ე) მიწის კონსოლიდაციის ეროვნული პროგრამის შემუშავების პროცესის კოორდინაცია;
ვ) მიწის კონსოლიდაციის პილოტური პროექტის განხორციელების მიზნით საპროექტო წინადადების მომზადება და პრეზენტაცია;
ზ) აგრარულ-გეო-საინფორმაციო სისტემის შექმნის მიზნით საპროექტო წინადადების მომზადება და პრეზენტაცია;
თ) მიწის პოლიტიკის და მართვის ჯგუფის 3 წლიანი განვითარების სტრატეგიის შემუშავება (სამოქმედო გეგმა, ბიუჯეტი, კადრების დამატების და გადამზადების გეგმა);
ი) სოფლის მეურნეობის განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელობისთვის ყოველთვიური ანგარიშების მომზადება.
კ) მიმდინარე მიზნობრივი პროგრამის შესახებ მოსახლეობის უკეთ ინფორმირების მიზნით განსახორციელებელი ღონისძიებების ნუსხის მომზადება და პრეზენტაცია;

III. მარკეტინგული კვლევისა და სტრატეგიული განვითარების სამმართველოს უფროსი - თანამდებობრივი სარგო: 1200 ლარი.

1. საკვალიფიკაციო მოთხოვნები:


ა) უმაღლესი ეკონომიკური განათლება;
ბ) არა ნაკლებ 5 წლის მუშაობის გამოცდილება;
გ) ინგლისური და რუსული ენების სრულყოფილი ცოდნა;
დ) საოფისე პროგრამების სრულყოფილი ცონდა (MS Oficce: Woed, Excel, PowerPoint);
2. პიროვნული უნარ-ჩვევები:
ა) ხელმძღვანელობისა და დამოუკიდებელი გადაწყვეტილების მიღების უნარი;
ბ) ანალიტიკური აზროვნება;
გ) კომუნიკაბელურობა, კარგი წერითი და ზეპირი გადმოცემის უნარი;
დ) გუნდური მუშაობისა და ახალ გარემოსთან კარგი ადაპტაციის უნარი;
ე) სამუშაოს მიმართ ნოვატორული და შემოქმედებითი მიდგომა;
ვ) შეფასებისა და მოსალოდნელი შედეგების განსაზღვრის უნარი;
ზ) დისციპლინისა და პასუხისმგებლობის გრძნობა.

3. ძირითადი მოვალეობები:


ა) სამმართველოზე დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების დროული, კვალიფიციური და ეფექტური შესრულება;
ბ) ქართული წარმოების სასურსათო პროდუქციის პოპულარიზაციისა და ქვეყნის აგროსამრეწველო სექტორის საექსპორტო პოტენციალის გაზრდის მიზნით, საერთაშორისო ბაზრებზე დამკვიდრებისათვის მხარდამჭერი წინადადებების შემუშავება და ადგილობრივი მეწარმეებისთვის საერთაშორისო გამოფენა-ბაზრობებში მონაწილეობის მიღებაში ხელშეწყობა;
გ) სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების ექსპორტ/იმპორტის ანალიზი, ადგილობრივი პროდუქციის საექსპორტო პოტენციალის დადგენა და წინადადებების მომზადება;
დ) ადგილობრივი და საერთაშორისო სასოფლო-სამეურნეო ბაზრის მარკეტინგული კვლევის განხორციელება, მისი მდგომარეობისა და ტენდენციების შესახებ ინფორამციის მოპოვება, ანალიზი და საინფორმაციო ბაზის შექმნა;
ე) აგროსასურსათო სექტორის სტრატეგიული განვითარების მიზნით წინადადებების მომზადება და სამინისტროს ხელმძღვანელობისთვის წარდგენა;
ვ) სამინისტროს სტრუქტურული ერთეულების მიერ შემუშავებული მიზნობრივი პროგრამების ანალიზი და შესაბამისი დასკვნების მომზადება;
ზ) აგროსამრეწველო სექტორში სახელმწიფოებს შორის სამთავრობოთაშორისო ურთიერთთანამშრომლობის მიზნით შექმნილ ერთობლივ სამუშაო ჯგუფებში მონაწილეობა, მიღებული გადაწყვეტილებების მიმდინარეობის შესახებ ინფორმაციის მომზადება და სამინისტროს ხელმძღვანელობისთვის წარდგენა.

IV. მარკეტინგული კვლევისა და სტრატეგიული განვითარების სამმართველოს მთავარი სპეციალისტი - თანამდებობრივი სარგო: 800 ლარი.

1. საკვალიფიკაციო მოთხოვნები:


ა) უმაღლესი ეკონომიკური განათლება;
ბ) არა ნაკლებ 2 წლის მუშაობის გამოცდილება;
გ) ინგლისური და რუსული ენების სრულყოფილი ცოდნა;
დ) საოფისე პროგრამების სრულყოფილი ცონდა (MS Oficce: Woed, Excel, PowerPoint);

2. პიროვნული უნარ-ჩვევები:


ა) ხელმძღვანელობისა და დამოუკიდებელი გადაწყვეტილების მიღების უნარი;
ბ) ანალიტიკური აზროვნება;
გ) კომუნიკაბელურობა, კარგი წერითი და ზეპირი გადმოცემის უნარი;
დ) გუნდური მუშაობისა და ახალ გარემოსთან კარგი ადაპტაციის უნარი;
ე) სამუშაოს მიმართ ნოვატორული და შემოქმედებითი მიდგომა;
ვ) შეფასებისა და მოსალოდნელი შედეგების განსაზღვრის უნარი;
ზ) დისციპლინისა და პასუხისმგებლობის გრძნობა.

3. ძირითადი მოვალეობები:


ა) სამმართველოზე დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების დროული, კვალიფიციური და ეფექტური შესრულება;
ბ) სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების ექსპორტ/იმპორტის ანალიზი, ადგილობრივი პროდუქციის საექსპორტო პოტენციალის დადგენა და წინადადებების მომზადება;
გ) ადგილობრივი და საერთაშორისო სასოფლო-სამეურნეო ბაზრის მარკეტინგული კვლევის განხორციელება, მისი მდგომარეობისა და ტენდენციების შესახებ ინფორამციის მოპოვება, ანალიზი და საინფორმაციო ბაზის შექმნა;
დ) აგროსამრეწველო სექტორის განვითარების პრიორიტეტული მიმართულებების გათვალისწინებით დასაქმებული მეწარმეებისთვის და ფერმერებისთვის მხარდამჭერი ღონისძიებების განხორციელებაში მონაწილეობა;
ე) სამინისტროს სტრუქტურული ერთეულების მიერ შემუშავებული მიზნობრივი პროგრამების ანალიზი და შესაბამისი დასკვნების მომზადება.

V. შიდა აუდიტის სამსახურის უფროსი - თანამდებობრივი სარგო: 1800 ლარი.

1. საკვალიფიკაციო მოთხოვნები:


ა) უმაღლესი იურიდიული ან ეკონომიკური განათლება;
ბ) არა ნაკლებ 2 წლის მუშაობის გამოცდილება;
გ) უცხო ენის ცოდნა;
დ) სახელმწიფო შიდა აუდიტისა და ინსპექტირების სფეროში მოქმედი კანონმდებლობის ცოდნა;
ე) საოფისე პროგრამების სრულყოფილი ცონდა (MS Oficce: Woed, Excel, PowerPoint);

2. პიროვნული უნარ-ჩვევები:


ა) ხელმძღვანელობისა და დამოუკიდებელი გადაწყვეტილების მიღების უნარი;
ბ) ანალიტიკური აზროვნება;
გ) კომუნიკაბელურობა, კარგი წერითი და ზეპირი გადმოცემის უნარი;
დ) გუნდური მუშაობისა და ახალ გარემოსთან კარგი ადაპტაციის უნარი;
ე) გეგმებისა და ანგარიშების შედგენის უნარი;
ვ) შეფასებისა და მოსალოდნელი შედეგების განსაზღვრის უნარი;
ზ) დისციპლინისა და პასუხისმგებლობის გრძნობა.

3. ძირითადი მოვალეობები:


ა) სამინისტროსა და სამინისტროს სისტემაში შემავალი ერთეულების საქმიანობის სრულყოფა, ფინანსების მართვის გაუმჯობესება, სახსრების, სხვა მატერიალური ფასეულებების ხარჯვისა და გამოყენების კანონიერების, მიზნობრიობის დაცვისა და ეფექტიანობის გაზრდის ხელშეწყობა, ფუნქციონირებისა და მართვის პროცედურების მწარმოებლურობის, სამართლებრივი, ტექნიკური და ფუნქციური ხარვეზების აღმოფხვრა და პრევენცია;
ბ) შიდა აუდიტის სტრატეგიული და წლიური სამოქმედო გეგმის კანონმდებლობით დადგენილი წესით შემუშავება;
გ) შიდა აუდიტის წლიური ანგარიშის მომზადება და წარდგენა მინისტრთან;
დ) აუდიტორული დავალებების გეგმების შედგენა;
ე) მონიტორინგი შიდა აუდიტის წლიური გეგმის შესრულებაზე, შიდა აუდიტის მეთოდოლოგიის გამოყენებაზე და იმპლემენტაციაზე;
ვ) დასახული პრიორიტეტების ფარგლებში განხორციელებული ქმედებების ანგარიშგება;
ზ) აუდიტორული შემოწმების მასალებიდან გამომდინარე დასკვნებისა და რეკომენდაციების წარდგენა;
თ) კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა ფუნქციების და მოვალეობების შესრულება.

VI. შიდა აუდიტის სამსახურის უფროსის მოადგილე – თანამდებობრივი სარგო: 1400 ლარი.

1. საკვალიფიკაციო მოთხოვნები:


ა) უმაღლესი იურიდიული ან ეკონომიკური განათლება;
ბ) არა ნაკლებ 2 წლის მუშაობის გამოცდილება;
გ) უცხო ენის ცოდნა;
დ) სახელმწიფო შიდა აუდიტისა და ინსპექტირების სფეროში მოქმედი კანონმდებლობის ცოდნა;
ე) საოფისე პროგრამების სრულყოფილი ცონდა (MS Oficce: Woed, Excel, PowerPoint);

2. პიროვნული უნარ-ჩვევები:


ა) ხელმძღვანელობისა და დამოუკიდებელი გადაწყვეტილების მიღების უნარი;
ბ) ანალიტიკური აზროვნება;
გ) კომუნიკაბელურობა, კარგი წერითი და ზეპირი გადმოცემის უნარი;
დ) გუნდური მუშაობისა და ახალ გარემოსთან კარგი ადაპტაციის უნარი;
ე) გეგმებისა და ანგარიშების შედგენის უნარი;
ვ) შეფასებისა და მოსალოდნელი შედეგების განსაზღვრის უნარი;
ზ) დისციპლინისა და პასუხისმგებლობის გრძნობა.

3. ძირითადი მოვალეობები:


ა) სამსახურის უფროსის ხელშეწყობა ფუნქცია-მოვალეობების განხორციელების დაგეგმვა-კოორდინაციაში და ორგანიზაციაში;
ბ) სამსახურის უფროსის მიერ განსაზღვრული უფლებამოსილებებისა და საქმიანობის სფეროების გათვალისწინებით, სამსახურის თანამშრომელთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულების წარმართავა და ზედამხედველობა;
გ) სამსახურის თანამშრომელთა მიერ წარმოდგენილი დასკვნებისა და რეკომენდაციების გაცნობა, დოკუმენტაციის ვიზირება და საჭიროების შემთხვევაში სამსახურის უფროსისათვის წინადადებების წარდგენა;
დ) სამსახურის უფროსის არ ყოფნის შემთხვევაში უფროსის მოვალეობის შესრულება.
ე) კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა ფუნქციების და მოვალეობების შესრულება.


კონკურსის მონაწილემ უნდა წარმოადგინოს შემდეგი საბუთები:


ა) განცხადება დაწესებულების საკონკურსო-საატესტაციო კომისიის სახელზე;
ბ) ავტობიოგრაფია ან Curriculum Vitae (CV);
გ) განათლების ან შესაბამისი კვალიფიკაციის მოწმობა (ასლი);

საბუთების წარმოდგენის ბოლო ვადაა 2010 წლის 24 სექტემბერი.
საბუთები მიიღება შემდეგ მისამართზე: თბილისი, მარშალ გელოვანის გამზ. N6, საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს საკონკურსო-საატესტაციო კომისიის სამდივნო – ტელ: 37 80 14.
კონკურსის გამოცხადებიდან არა უადრეს სამი კვირისა ჩატარდება გასაუბრება იმ კანდიდატებთან, რომლებიც აკმაყოფილებენ შესაბამის ვაკანტურ თანამდებობაზე წაყენებულ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს.


www.flickr.com
This is a Flickr badge showing public photos and videos from Civil Service Bureau. Make your own badge here.


საჯარო სამსახურის ბიურო

საქართველო, თბილისი, 0134, ინგოროყვას ქ. №7
ტელ. (+995 32) 2192727
ფაქსი: (+995 32) 2923378
E-mail: csb@csb.gov.ge