მომხმარებლები: 299285
ყირგიზეთის სამთავრობო დელეგაციის ვიზიტი საჯარო სამსახურის ბიუროში

ხუთშაბათს, 4 ნოემბერს, 15:30 საათზე, საჯარო სამსახურის ბიუროს უფროსი, ირაკლი კოტეტიშვილმა, ყირგიზეთის სამთავრობო დელეგაციის წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა.


შეხვედრის მიზანი იყო საქართველოს საჯარო სამსახურის სისტემაში მიმდინარე რეფორმის პროცესების უფრო ახლოს გაცნობა. შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საჯარო სამსახურში მიმდინარე რეფორმის ფარგლებში გატარებული საკანონმდებლო ცვლილებები და ანტიკორუფციული მმართველობის პროექტები, კერძოდ თანამდებობის პირთა ქონებრივი დეკლარაციების ელექტრონული სისტემა (www.declaration.gov.ge) და საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ შემუშავებული დასაქმების ელექტრონული პორტალი (www.hr.gov.ge). 


შეხვედრის ბოლოს ორი ქვეყნის საჯარო სამსახურების სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილებოდა.





www.flickr.com
This is a Flickr badge showing public photos and videos from Civil Service Bureau. Make your own badge here.


საჯარო სამსახურის ბიურო

საქართველო, თბილისი, 0134, ინგოროყვას ქ. №7
ტელ. (+995 32) 2192727
ფაქსი: (+995 32) 2923378
E-mail: csb@csb.gov.ge