ტრენინგი გენდერული თანასწორობის თემაზე


გააზიარე:


„გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორისი კომისიის მხარდაჭერის“ პროექტის ფარგლებში, მიმდინარე წლის 1 ნოემბერს ევროკავშირის მხარდაჭერით შვედურმა ორგანიზაციამ NIRAS, კომპანია CPM-თან, ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაცია - ინოვაციებისა და რეფორმების ცენტრთან (IRC) და საჯარო სამსახურის ბიუროსთან თანამშრომლობით დაიწყო ტრენინგების ციკლი გენდერული თანასწორობის თემაზე.

იმის გათვალისწინებით, რომ საჯარო უწყებებში გენდერული თანასწორობის საკითხებზე პასუხისმგებელ პირებად, ძირითადად, მოიაზრებიან ადამიანური რესურსების მართვის მენეჯერები/დეპარტამენტის წარმომადგენლები, ტრენინგის ციკლის პირველ სამიზნე აუდიტორიად განისაზღვრა საჯარო უწყებების ადამიანური რესურსების მართვის მენეჯერები და სასწავლო ცენტრების წარმომადგენლები.

აღნიშნული ტრენინგის პირველ დღეს დაესწრო საჯარო სამსახურის ბიუროს უფროსი ქალბატონი ეკატერინე ქარდავა, რომელმაც ისაუბრა გენდერული თანასწორობის საკითხებსა და ამ მიმართულებით გასატარებელი პოლიტიკის მნიშვნელობაზე.

აღნიშნული ციკლის ფარგლებში, ასევე, დაგემილია რამდენიმე შეხვედრა პოლიტიკური და სტრატეგიული დოკუმენტების და სახელმწიფო პროგრამების შემუშავებაში ჩართული მოხელეებისთვის. საჯარო სამსახურის ბიურო მადლობას უხდის პროექტის ორგანიზატორებსა დაა ჩართულ პირებს მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებისთვისა და თანამშრომლობისათვის.