სწავლების ფორუმი


გააზიარე:


მიმდინარე წლის 19 ოქტომბერს სსიპ - საჯარო სამსახურის ბიუროს ინიციატივითა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით გაიმართა პროფესიული განვითარების ფორუმი.

ფორუმში მონაწილეობა მიიღეს პროფესიულ განვითარებაზე მომუშავე ტრენინგ ცენტრებმა, დონორმა ორგანიზაციებმა და სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის წარმომადგენლებმა. ფორუმის განმავლობაში განხილულ იქნა „პროფესიული საჯარო მოხელის პროფესიული განვითარების პროგრამის აკრედიტაციის დებულებისა და საფასურის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის ბრძანების პროექტი, ასევე დაიგეგმა ბრძანების ამოქმედებასთან დაკავშირებით განსახორციელები ღონისძიებები.

სსიპ - საჯარო სამსახურის ბიურო მადლობას უხდის გაეროს განვითარების პროგრამას (UNDP) მხარდაჭერისათვის.