მომხმარებლები: 299285
საჯარო უწყებებში ადამიანური რესურსების მართვის სისტემების განვითარება


2011 წლის 12 ივლისს, სასტუმრო „რადისონ ბლუ ივერიაში“ საჯარო სამსახურის ბიურომ გამართა საჯარო უწყებებში ადამიანური რესურსების მართვის ავტომატიზირებული სისტემის სტანდარტის პრეზენტაცია.

 

შეხვედრის მიზანი იყო:

 

1)      ამ სტანდარტების გაცნობა საჯარო სამსახურის სისტემაში შემავალი უწყებებისა და ადამიანური რესურსების მართვის მენეჯერებისთვის.

 

2)      სხვადასხვა სამინისტროებში არსებული ადამიანური რესურსების მართვის ელექტრონული სისტემების პრეზენტაცია.

 

3)      დღის ბოლოს კი, საჯარო სამსახურის ბიურომ მოახდინა დასაქმების ახალი პორტალის HR.GOV.GE პრეზენტაცია.

 

სახელმწიფო უწყებებში ელექტრონული მმართველობის დანერგვის ერთ-ერთი ძირითადი პროექტია დასაქმების პორტალი - HR.GOV.GE. ეს არის საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ ადმინისტრირებული დასაქმების პორტალი, რომელიც იძლევა საშუალებას რომ საჯარო დაწესებულებებმა საკუთარი ოფისიდანვე გამოაქვეყნონ არსებული კონკურსები, ხოლო მოქალაქეებს ეძლევათ საშუალება, განაცხადი გააკეთონ ონლაინ. ამისათვის მარტივი ონლაინ რესგისტრაციის გავლაა აუცილებელი.

 

ადამიანური რესურსების მართვის ავტომატიზირებული სისტემა (HRMIS) უზრუნველყოფს საჯარო მოხელეთა ერთიანი ელექტრონული ბაზის შექმნას. ელექტრონულ პირად საქმეში საჯარო მოხელის შესახებ ამომწურავი ინფორმაცია აისახება, კერძოდ: პირადი ინფორმაცია, თანამდებობა, მივლინება, თანამდებობრივი გადაადგილება, ჯილდო, პასუხისმგებლობის საკითხები და სხვა.

 

 

 

 

 

 

 


www.flickr.com
This is a Flickr badge showing public photos and videos from Civil Service Bureau. Make your own badge here.


საჯარო სამსახურის ბიურო

საქართველო, თბილისი, 0134, ინგოროყვას ქ. №7
ტელ. (+995 32) 2192727
ფაქსი: (+995 32) 2923378
E-mail: csb@csb.gov.ge