საჯარო სამსახურში სტაჟირების პროგრამასთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში ბრიფინგი გაიმართა


გააზიარე:


საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით საჯარო უწყებებში სტაჟირების პროგრამა იწყება. აღნიშნული პროგრამის საშუალებით, მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე ბაკალავრიატის დამამთავრებელი კურსის, მაგისტრატურის, დოქტორანტურის სტუდენტები და კურსდამთავრებულები სტაჟირებას საჯარო უწყებებში გაივლიან.

სტაჟირების პროგრამის ორგანიზაციულ-ტექნიკურ მხარეს უზრუნველყოფს საჯარო სამსახურის ბიურო, რომელიც სტუდენტთა რეგისტრაციის პროცესის გაადვილების მიზნით, გვთავაზობს ელექტრონულ ბაზას - www.stajireba.gov.ge. აღნიშნულ საიტზე მოხდება სტუდენტებისა და კურსდამთავრებულების რეგისტრაცია 15 სექტემბრიდან 25 სექტემბრის ჩათვლით, წინასწარ შემუშავებული სარეგისტრაციო კოდის მეშვეობით, რომელიც დაურიდგებათ უნივერსიტეტებს კანდიდატებისათვის გადასაცემად.

სტაჟირების პროგრამით სტუდენტებს საშუალება ეძლევათ მიიღონ საჯარო მოხელისათვის აუცილებელი პრაქტიკული გამოცდილება, რაც გაზრდის მათ კონკურენტუნარიანობას დასაქმების ბაზარზე.

სტაჟირების შესახებ დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ:

დადგენილება №410 - "საჯარო დაწესებულებაში სტაჟირების გავლის წესისა და პირობების შესახებ"