მომხმარებლები: 402969
საჯარო სამსახურის ბიუროს შეხვედრა უკრაინის საჯარო სამსახურის დეპარტამენტის წარმომადგენელთან



2011 წლის 22 თებერვალს, საჯარო სამსახურის ბიუროს უფროსი - ირაკლი კოტეტიშვილი უკრაინის საჯარო სამსახურის მთავარი დეპარტამენტის უფროსის მოადგილეს - ნატალია კირიჩენკოს შეხვდა.

შეხვედრის მიზანი იყო უკრაინისა და საქართველოს საჯარო სამსახურებში მიმდინარე რეფორმის პროცესის უფრო ახლოს გაცნობა. მხარეებმა იმსჯელეს საჯარო სამსახურში არსებულ პრობლემებსა და გამოწვევებზე.
ბიუროს უფროსმა, ირაკლი კოტეტიშვილმა თავის უკრაინელ კოლეგას გააცნო უკანასკნელი ორი წლის მანძილზე საქართველოს საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ განხორციელებული შემდეგი რეფორმები:

1. თანამდებობის პირთა ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციების საჯაროობა;
2. დეკლარაციების სისტემის სრულად ელექტრონიზაცია;
3. ადამიანური რესურსების მართვის ერთიანი სტანდარტებისა და ელექტრონული სისტემების შემოღება;
4. ახალი საჯარო სამსახურის კოდექსის პროექტი.

შეხვედრაზე აგრეთვე განხილულ იქნა საქართველო – უკრაინის თანამშრომლობა საჯარო სამსახურის სექტორში.

www.flickr.com
This is a Flickr badge showing public photos and videos from Civil Service Bureau. Make your own badge here.


საჯარო სამსახურის ბიურო

საქართველო, თბილისი, 0134, ინგოროყვას ქ. №7
ტელ. (+995 32) 2192727
ფაქსი: (+995 32) 2923378
E-mail: csb@csb.gov.ge