საჯარო სამსახურის ბიურომ ეთიკისა და ღირებულებების საკითხებზე საერთაშორისო მრგვალ მაგიდას უმასპინძლა

გააზიარე:

საჯარო სამსახურის ბიუროს ინიციატივითა და საქართველოში გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს (GIZ) მხარდაჭერით, საერთაშორისო მრგვალი მაგიდა გაიმართა. მრგვალ მაგიდაზე უკრაინელ და მოლდოველ კოლეგებთან ერთად, საჯარო სექტორში ეთიკის საკითხებთან დაკავშირებული გამოწვევები და მათი გადაწყვეტის გზები იქნა განხილული. დისკუსიას მოდერატორობას საქართველოში GIZ-ის წარმომადგენელი და ბერლინის საჯარო ადმინისტრირების აკადემიის დირექტორი ვოლფგან შიროკი უწევდნენ.
ღონისძიების გახსნისას მისასალმებელი სიტყვით სტუმრებს საჯარო სამსახურის ბიუროს უფროსმა ეკატერინე ქარდავამ მიმართა, რომელმაც მადლობა გადაუხადა GIZ-ს, როგორც პარტნიორ ორგანიზაციას ღონისძიების ორგანიზებისთვის და ყურადღება გაამახვილა რეგიონულ თანამშრომლობაზე საჯარო მოხელეთა გადამზადების კუთხით. მისი განმარტებით, ეთიკისა და ღირებულებების საკითხების შესახებ საერთაშორისო კონფერენციის გამართვის ადგილად სწორედ საქართველო შეირჩა, რადგან ამ მხრივ ჩვენმა ქვეყანამ უკანასკნელი წლების განმავლობაში მდიდარი გამოცდილება დააგროვა და საერთაშორისო არენაზე მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია.
სიტყვით გამოსვლისას ვოლფგან შიროკმა ასევე აღნიშნა საქართველოს მიერ წინ გადადგმული ნაბიჯები საჯარო სექტორში დასავლური სტანდარტების დამკვიდრების გზაზე და ხაზი გაუსვა მიღებული ცოდნისა და გამოცდილების პარტნიორი ქვეყნებისთვის გაზიარების მნიშვნელობას.
ღონისძიების მსვლელობისას დამსწრე მხარეებმა წარადგინეს პრეზენტაციები თავიანთ ქვეყნებში საჯარო სექტორში არსებული პრობლემებისა და მათი გადაწყვეტის გზების შესახებ.
მრგვალი მაგიდის გარშემო შემდგარი დისკუსია წინ უძღვის 3 დღიან ტრეინინგს, რომლის ფარგლებშიც ქართული მხარე სტუმრებს გააცნობს საჯარო სამსახურის რეფორმის მიღწევებსა და შედეგებს. დასკვნით ეტაპზე კი საჯარო სამსახურის ბიურო უკრაინულ და მოლდავურ მხარეესბ გაუზიარებს საჯარო სამსახურში ეთიკის შესახებ ტრენინგის მოდელს, რომელიც დაეხმარებათ საჯარო მოხელეთა გადამზადებაში.