მომხმარებლები: 402968
საჯარო მოხელეთა ტრეინინგი ლიდერულ უნარებში

სახელმწიფო უწყებების შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფების უფროსები ლიდერული უნარების ტრეინინგს დაესწრნენ, რომელიც  საჯარო სამსახურის ბიუროს ინიციატივითა და USAID-ის დემოკრატიული მმართველობის პროგრამის მხარდაჭერით განხორციელდა.

 

ტრეინინგის თეორიულ და პრაქტიკულ ნაწილში შედიოდა შემდეგი საკითხები: ლიდერობის  არსი (ძირითადი განმარტებები), უმთავრესი თეორიები (ლიდერობა და მენეჯმენტი), მენეჯერული ფუნქციები და როლი ძალაუფლებისა და ზეგავლენის საკითხებში, უფლებების დელეგირება და სხვა. 

 

 

ტრეინინგ კურსს უძღვებოდნენ USAID-ის საერთაშორისო ექსპერტი, ქალბატონი მაირა შიპლეტი და CTC-ის ტრენერი, ქალბატონი თამარ ცირეკიძე-ვორისეკი.

 

 

ტრენინგმა წარმატებით ჩაიარა. მონაწილეებს გადაეცათ სერთიფიკატები. აღნიშნული პროგრამის ფარგლებში, საჯარო სამსახურის ბიურო მიმდინარე წლის თებერვალსა და მარტში კვლავ განაგრძობს საჯარო მოხელეთა გადამზადებას.


www.flickr.com
This is a Flickr badge showing public photos and videos from Civil Service Bureau. Make your own badge here.


საჯარო სამსახურის ბიურო

საქართველო, თბილისი, 0134, ინგოროყვას ქ. №7
ტელ. (+995 32) 2192727
ფაქსი: (+995 32) 2923378
E-mail: csb@csb.gov.ge